2022 წლის იანვარ-ივლისში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 14 904 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2021 წლის 7 თვეში ბანკების მიმართ 12 875 საჩივარი დაიწერა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივლისის პრეტენზიების ხუთეულში შედიან:
მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 9 479 განაცხადი;
სამომხმარებლო სესხი - 1 666 განაცხადი;
საკრედიტო ბარათი - 580 განაცხადი;
ინტერნეტბანკი – 471 განაცხადი;
იპოთეკური სესხები - 380 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი - 8 891 განაცხადი ტრანზაქციებზე მოდის.
შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 2 240 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 1 268 განაცხადით და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივლისში 14 904 საჩივრიდან ბანკებმა 10 565 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 2 288 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 2 026 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 25-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.