2021 წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 21 709 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2020 წლის 11 თვეში ბანკების მიმართ 18 121 საჩივარი დაიწერა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის პრეტენზიების ოთხეულში შედიან:
- მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 15 142 განაცხადი;
- სამომხმარებლო სესხი - 2 014 განაცხადი;
- ინტერნეტბანკი – 790 განაცხადი;
- საკრედიტო ბარათი - 730 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან 14 610 ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 2 282 განაცხადი და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 21 709 საჩივრიდან ბანკებმა 16 451 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 4 617 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 541 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 100-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"