2022 წლის 12 თვეში ბანკებმა ჯამში 2 მლრდ ლარზე მეტი წმინდა მოგება გამოიმუშავეს. სექტორის წარმომადგენელთა უმეტესობამ მეოთხე კვარტალში მოგებაზე გასვლა შეძლო, გასული წელი წაგებით ქართული საბანკო სექტორის ოთხმა წარმომადგენელმა „ვითიბი ბანკმა“, „სილქ როუდ ბანკმა“ „პაშა ბანკმა“, „პეისერა საქართველომ“ დაასრულა, რომელსაც საოპერაციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია.
მომგებიანი ბანკების რეიტინგში ლიდერები ტრადიციულად თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი არიან, რომლებიც ბანკების მოგების 90.6%-ს ინაწილებენ.
კომერციული ბანკების რეიტინგი მოგება/ზარალის მიხედვით (2022 წლის 12 თვე):
• თიბისი ბანკი - 967,251,772 ლარი
• საქართველოს ბანკი - 924,342,950 ლარი
• ბაზის ბანკი - 53,210,417 ლარი
• ლიბერთი ბანკი - 66,939,612 ლარი
• პროკრედიტ ბანკი - 46,056,825 ლარი
• ტერა ბანკი - 27,859,725 ლარი
• ქართუ ბანკი - 46,386,743 ლარი
• კრედო ბანკი - 30,662,512 ლარი
• იშ ბანკი - 16,734,547 ლარი
• ხალიკ ბანკი - 10,105,451 ლარი
• ზირაათ ბანკი - 6,102,205 ლარი
• ვითიბი ბანკი - ზარალი 51,303,739 ლარი
• პაშა ბანკი - ზარალი 2,131,967 ლარი
• სილქ ბანკი - ზარალი 2,883,983 ლარი.
• პეისერა ბანკი საქართველო — ზარალი 269,855 ლარი.