„კრედიტინფოს“ 2022 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, ბანკებიდან 31,756,567,471 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1,601,173 მსესხებელს აქვს აღებული. საფინანსო ინსტიტუტებში არსებული მსესხებლების 91% საბანკო სექტორზე მოდის, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მათი რაოდენობა დაახლოებით 11%-ით შემცირდა.
სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 695,196 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2,692,534,029 ლარს შეადგენს. კიდევ 22,404 ადამიანს კი, ჯამში, 434,159,921 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან
საანგარიშო პერიოდში, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 217,353 მსესხებელს უფიქსირდება, ნაშთი კი 1,866,922,856 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1,895,862 ადამიანს აქვს, ჯამში 34,883,261,421 ლარის მოცულობის.