„ვადაგადაცილებული სესხები ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. თუ საერთაშორისო კლასიფიკაციით შევხედავთ, უმოქმედო სესხების რაოდენობა ისტორიულად დაბალ დონეზეა. საკრედიტო ბიუროდან აღებული მონაცემებით, სიტუაცია არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ადრე იყო, სანამ პასუხისმგებლობიანი დაფინანსების პრინციპები ამოქმედდებოდა. პანდემიამ გამოიწვია გარკვეული ცვლილებები და ზრდა, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ეს საგანგაშო ნიშნულზეა“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ. მისივე თქმით კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა, ოქტომბრის მდგომარეობით, 414 მილიონ ლარს შეადგენდა.
2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში ყველაზე მაღალი „ქართუ ბანკშია“, სადაც მილიარდ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის 28.03% უმოქმედოა, თუმცა წლიურ ჭრილში „ქართუ ბანკში“ უმოქმედო სესხების მოცულობა 7.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალი მატება „ვითიბი ბანკს“ აქვს, სადაც უმოქმედო სესხები 2.87 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით:
ქართუ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 28.03%, კლება წინა წელთან შედარებით 7.3%, მთლიანი სესხები - 785,513,654 ლარი;
პაშა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 10.85%, კლება 0.35%, მთლიანი სესხები 352,176,212 ლარი;
ვითიბი ბანკი ჯორჯია - უმოქმედო სესხების მოცულობა 9.99%, ზრდა 2.87%, მთლიანი სესხები - 290,721,503 ლარი;
სილქ როუდ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 9.8%, კლება 13.8%, მთლიანი სესხები - 23,330,305 ლარი;
ხალიკ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 9.7%, კლება 0.2%, მთლიანი სესხები - 642,962,318 ლარი;
ზირაათ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 9.40%, ზრდა 2.33%, მთლიანი სესხები - 96,117,062 ლარი;
ლიბერთი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.76%, კლება 2.4%, მთლიანი სესხები 2,385,196,090 ლარი;
ტერაბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.53%, კლება 2.39%, მთლიანი სესხები 1,056,036,434 ლარი;
ბაზისბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.53%, კლება 3.2%, მთლიანი სესხები - 2,043,006,348 ლარი;
საქართველოს ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.46%, კლება 0.66%-ით, მთლიანი სესხები - 15,661,545,891 ლარი;
პროკრედიტ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4%, არ შეცვლილა, მთლიანი სესხები 1,171,948,909 ლარი;
თიბისი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 3.48%, კლება 1.78%, მთლიანი სესხები - 16,769,792,275 ლარი;
კრედო ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 3.24%, ზრდა 0.9%, მთლიანი სესხები 2,046,049,195 ლარი.
იშ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 2.83%, კლება 2.16%, მთლიანი სესხები - 277,509,784 ლარი;