საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ „მარტისთვის უმოქმედო სესხების დონემ მთლიანი პორტფელის 8.5%-ს მიაღწია. მარტის შემდეგ უკვე კლება დაიწყო უმოქმედო სესხების მოცულობამ და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული“. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მოლოდინია, რომ საბაზისო სცენარით სესხების ხარისხის გაუმჯობესება გაგრძელდება, თუმცა რადგან პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და რისკები კვლავ არსებობს, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის უმოქმედო სესხების კვლავ ზრდა.
2021 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში ყველაზე მაღალი „ქართუ ბანკშია“, სადაც მილიარდ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის 35.47% უმოქმედოა, თუმცა წლიურ ჭრილში „ქართუ ბანკში“ უმოქმედო სესხების მოცულობა მხოლოდ 0.99 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალი მატება „პაშა ბანკს“ აქვს, სადაც უმოქმედო სესხები 6.37 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით:
ქართუ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 35.47%, ზრდა წინა წელთან შედარებით 0.99%, მთლიანი სესხები - 1,028,308,385 ლარი;
სილქ როუდ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 24%, ზრდა 5%, მთლიანი საკრედიტო სესხები - 12,407,774 ლარი;
ხალიკ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 10.6%, კლება 2.1%, მთლიანი სესხები - 565,717,670 ლარი;
პაშა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 8.24%, ზრდა 6.37%, მთლიანი სესხები 288,145,994 ლარი;
ვითიბი ბანკი ჯორჯია - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.5%, კლება 1.6%, მთლიანი სესხები -1,497,367,402 ლარი;
ფინკა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.21%, კლება 0.56%, მთლიანი სესხები - 223,721,552 ლარი;
ზირაათ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.18%, ზრდა 4,68%, მთლიანი სესხები - 76,778,903 ლარი;
ტერაბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 6.81%, ზრდა 0.04%, მთლიანი სესხები 949,967,386 ლარი;
ლიბერთი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 6.77%, ზრდა 1.49%, მთლიანი სესხები 1,822,437,569 ლარი;
ბაზისბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 6.64%, ზრდა 0.08%, მთლიანი სესხები - 1,079,646,359 ლარი;
საქართველოს ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 6.19%, ზრდა 1.09%-ით, მთლიანი სესხები - 13,954,607,891 ლარი;
თიბისი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 6%, ზრდა 2,86%, მთლიანი სესხები - 14,963,045,781 ლარი;
პროკრედიტ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4%, ზრდა 0%, მთლიანი სესხები 1,378,813,125 ლარი;
იშ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 2.35%, კლება 0,71%, მთლიანი სესხები - 227,525,964 ლარი;
კრედო ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 1.87%, ზრდა 0.93%, მთლიანი სესხები 1,157,800,271 ლარი.
ნინო თამაზაშვილი