კრიზისის ფონზე, 2021 პირველ კვარტალში ბანკების საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 10%-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
2021 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი ყველაზე მაღალი „ქართუ ბანკშია“, სადაც მილიარდ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის 34.74% უმოქმედოა, თუმცა წლიურ ჭრილში „ქართუ ბანკში“ უმოქმედო სესხების მოცულობა მხოლოდ 2.68 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალ მატება „ზირაათ ბანკს“ აქვს, სადაც უმოქმედო სესხები 8,68 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით:
ქართუ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 34.74%, ზრდა 2.68%, მთლიანი სესხები - 1,119,004,967 ლარი;
სილქ როუდ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 26%, ზრდა 7%, მთლიანი საკრედიტო სესხები - 12,444,991 ლარი;
ხალიკ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 12%, ზრდა 3%, მთლიანი სესხები - 536,620,533 ლარი;
ზირაათ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 11,31%, ზრდა 8,68%, მთლიანი სესხები - 54,093,819 ლარი;
ფინკა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 8,59%, ზრდა 2,78%, მთლიანი სესხები - 209,175,747 ლარი;
საქართველოს ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7,6%, შემცირდა 0,28%-ით, მთლიანი სესხები - 13,719,449,632 ლარი;
ვითიბი ბანკი ჯორჯია - უმოქმედო სესხების მოცულობა 8.07%, ზრდა 1.6%, მთლიანი სესხები -1,457,070,632 ლარი;
თიბისი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.81%, ზრდა 4.67%, მთლიანი სესხები - 15,024,294,133 ლარი;
ბაზისბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 8,01%, ზრდა 2.71%, მთლიანი სესხები - 1,095,158,455 ლარი;
პაშა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.51%, ზრდა 7.19%, მთლიანი სესხები 327,007,666 ლარი;
ტერაბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 6.99%, ზრდა 2.07%, მთლიანი სესხები 966,304,346 ლარი;
ლიბერთი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7,15%, ზრდა 2%, მთლიანი სესხები 1,775,423,599 ლარი;
პროკრედიტ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4%, ზრდა 0%, მთლიანი სესხები 1,425,574,085 ლარი;
იშ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 2.43%, კლება 0,71%, მთლიანი სესხები - 237,068,895 ლარი;
კრედო ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 2,08%, ზრდა 0.98%, მთლიანი სესხები 1,087,764,323 ლარი;