კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, TOP 5 კომერციული ბანკის ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველოს ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „საქართველოს ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 53,122,195 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში მინუს 89,331,996 ლარი.
თიბისი ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, „თიბისი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 7,455,549 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში მინუს 85,883,248 ლარი.
ლიბერთი ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის II კვარტლის მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 14,884,930 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 12,863,754 ლარი.
ბაზის ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 57,298,125 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში კი მინუს 3,704,503 ლარი შეადგინა.
პროკრედიტ ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „პროკრედიტ ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით მინუს 4,097,049 ლარი, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 960,831 ლარი იყო.