კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, TOP 5 კომერციული ბანკის ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველოს ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, „საქართველოს ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 102,419,308 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში მინუს 127,277,297 ლარი.
თიბისი ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, „თიბისი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 23,274,333 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში მინუს 92,372,252 ლარი.
ლიბერთი ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 23,015,016 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 21,377,922 ლარი.
ბაზის ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 63,620,456 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში კი მინუს 8,686,868 ლარი შეადგინა.
პროკრედიტ ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, „პროკრედიტ ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით მინუს 5,435,512 ლარი, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში მინუს 20,612,511 ლარი იყო.