ბანკებისთვის რთული იქნება - ასოციაცია მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შესაძლო ზრდაზე

ბანკებისთვის რთული იქნება - ასოციაცია მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შესაძლო ზრდაზე

access_time2022-07-29 12:00:04

საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ მარტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დაანონსა.


„ინფლაცია გლობალური პრობლემაა და ასევე დგას საკითხი საქართველოში. ჩვენ ვაანალიზებთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ინფლაციის ზრდის უკანაა. აქედან გამომდინარე, ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს, ყველა მიმდინარეობა, ყურადღების ქვეშაა.


არის სიტუაცია, როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო და დღევანდელ ვითარებაში ეს გახლავთ მაღალი დოლარიზაცია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა შეიძლება ვერ შეასრულოს თავისი როლი და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ზომების მიღება გახდეს საჭირო. ეს არ იქნება უნიკალური საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. ბევრი ბანკი აკეთებს ამას. რა გადაწყვეტილების მიღება მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიმდინარეობა და როგორი ანალიზის შედეგი გვექნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე იმედოვნებს, რომ სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა საჭირო არ გახდება, რადგან ეს კომერციული ბანკებისთვის რთული იქნება.


„წინა კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილების დროს მინიმალური სარეზერვო ნორმა არ გაიზარდა და ვიმედოვნებთ, რომ ეს არც მომავალში მოხდება. შემდეგი სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი და იმედია არ მოხდება იქ განხილვა. ეს ძალიან მტკივნეული და რთული იქნება ბანკებისთვის, რადგან ეს არამხოლოდ ახალ არამედ უკვე არსებულ დეპოზიტებსაც შეეხება, რომელიც უკვე განთავსებულია ბანკებში. ცნობილია რომ დეპოზიტების პორტფელი საკმაოდ მაღალი დოლარიზაციით ხასიათდება და ეს სიახლე მნიშვნელოვნად გაზრდის ბანკის ხარჯს. ეს გადაწყვეტილება აძვირებს მოზიდულ სახსრებს არამხოლოდ მომავალში, არამედ არსებულ მოზიდულ სახსრებზეც, ეს რთულია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დღეს აქტივობა არ არის 2021 წლის მაჩვენებლებზე მაღალი“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.


კომერციული ბანკებისთვის 2021 წლიდან სავალუტო სახსრების დარეზერვების ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, სარეზერვო მოთხოვნა 10%-დან 25%-მდეა და თითოეული ბანკისთვის ის ამ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციაზეა დამოკიდებული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up