საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი დეკემბრისათვის 42.62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 303.37 მლნ ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.53%-ით მეტი).
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 99.13 მლნ ლარით, ანუ 0.61%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.22%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 402.51 მლნ ლარით, ანუ 1.55%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.34%-ით).
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 43.27 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით).
ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.38% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.33%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.15%, ხოლო ევროს წილმა 17.08% შეადგინა.