„ბანკებთან კონკურენცია გართულდება“ - სებ მიკრობანკებს სავალუტო სესხების გაცემას უკრძალავს

„ბანკებთან კონკურენცია გართულდება“ - სებ მიკრობანკებს სავალუტო სესხების გაცემას უკრძალავს

access_time2022-11-14 10:00:40

პარლამენტი მიკრობანკების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. მისი მიღების შემდეგ, ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს შორის კიდევ ერთი რგოლი გაჩნდება, რომელთაც როგორც დეპოზიტების მიღება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა შეეძლებათ.


„მიკრობანკების მიერ მხოლოდ დეპოზიტების მიღება და კრედიტების უცხოურ ვალუტაში გაცემა არის აკრძალული. კანონში ჩამოწერილია მიკრობანკების უფლებები და 90%-ით იმეორებს იმას, რაც აქვთ კომერციულ ბანკებს,”- ასე შეაფასა ახალი კანონპროექტი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. მისი თქმით, საბოლოო კანონპროექტით მიკრობანკებს სავალუტო სესხების გაცემა იმიტომ აეკრძალათ, რომ ამით მათ კლიენტებს სავალუტო რისკისგან დაიცავენ, რაც ევროს და დოლარის კრედიტებს ახლავს თან.


კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ ლარია, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვალდებულებებისა, სესხის გაცემის ლიმიტი 1 მლნ ლარამდე იზრდება, რაც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს. მიკრობანკები ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის თითქმის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ.


პარლამენტში განხილვაზე კანონპროექტი გააკრიტიკა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ამ ფინანსური ორგანიზაციების მაღალ რისკიანობას განაპირობებს, ის რომ მიკრობანკებს სავალუტო კრედიტების გაცემის უფლება არ ექნებათ.



„მათ უნდა მივცეთ ვალუტაში დაკრედიტების უფლება, რადანაც ბანკებთან მიმართებით ჩავარდებიან ცუდ ვითარებაში. ახლა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბევრად ჯანსაღები არიან, ვიდრე ჩემ დროს ის ბანკები, რომლებიც ძალიან დიდ რისკს უქმნიდნენ საფინანსო სისტემას ბევრი რამის გამო და ბუტკა ბანკებს ვეძახდით. თქვენ ამ სისტემის აღორძინება გინდათ. ცდუნებას აძლევთ, რომ 8 მილიონამდე შეივსონ კაპიტალი და რისკისკენ უბიძგებთ,”- აცხადებს რომან გოცირიძე.


მიკრობანკებისთვის სავალუტო სესხების გაცემის აკრძალვას კრიტიკულად აფასებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგნელის ნინო დევდარიანი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სავალუტო შეზღუდვა მიკრობანკების ბანკებთან კონკურენციას გაართულებს.


„იმ მომხმარებლებს ვინც არიან მიზნობრივ სეგმენტში, ვისაც უნდა მოემსახურონ მიკრობანკები, თუ არ ექნებათ შესაძლებლობა უფრო იაფიანი კრედიტი აიღონ მიკრობანკებისგან უცხოურ ვალუტაში, წავლენ და ბანკებში აიღებენ. ეს შეზღუდვა საბოლოო ეფექტს საკრედიტო რისკების ნაწილზე ვერ იქონიებს, ერთადერთი ამით მიკრობანკებს ექნებათ შეზღუდული წვდომა იმ მიზნობრივ მომხმარებლებზე რაც შეიძლება რომ მათ ჰყავდეთ. მიკრობანკებს არ შეეძლებათ დოლარის სესხის გაცემა, მაშინ როდესაც 100,000-დან 1 მილიონ ლარამდე დაკრედიტება ზოგადად 60%-ით უცხოურ ვალუტაში ხდება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ  ეს ჩანაწერი ამ კანონპროექტში არ უნდა იყოს, რადგან ის ბანკებთან კონკურენციას გაართულებს“,  ამბობს ნინო დევდარიანი.


ამ დროისთვის მიკრობანკის ლიცენზიის მიღების სურვილი მოქმედი მიკროსაფინასოდან 3-ს აქვს, რომელთა შორის „კრისტალი“, „ემ ბი სი“ და „ლაზიკა კაპიტალია“.


ცნობისთვის, მიკრობანკების საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუა რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.


მიკრობანკების საქართველოს ბაზარზე გაჩენაზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო. ის, როგორც შუამავალი ორგანიზაცია მიკროსაფინანსოებსა და ბანკებს შორის კარგად აპრობირებული მოდელია ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up