სოციალისტური მოდელის არაეფექტური, სარისკო „სახელმწიფო ბანკის“ იდეა ისევ დაბრუნდა - რა ხდება?

სოციალისტური მოდელის არაეფექტური, სარისკო „სახელმწიფო ბანკის“ იდეა ისევ დაბრუნდა - რა ხდება?

access_time2022-06-24 12:00:14

რას გულისხმობდა პრემიერი, როცა პარლამენტში „სახელმწიფო ბანკი“ ახსენა?  — „რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფო ბანკის შექმნასთან დაკავშირებით იყო მოსაზრებები მაგრამ კონსესუსი ვერ იქნა მიღწეული. დიდი წინააღმდეგობა იყო, მათ შორის, ხაზარაძისა და სხვა ბანკირების მხრიდან, რადგან მათ არ უნდოდათ კონკურენციაში შესულიყო სახელმწიფო და მთავრობა. ეს საკითხი ღიაა...“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.


„კომერსანტი“ დაინტერესდა წლების წინ რას გულისხმობდა სახელმწიფო ბანკის შექმნის იდეა, რატომ შეჩერდა პროცესი, რა წინააღმდეგობები შეხვდა პროექტს და რამდენად არის დღეს ეს საკითხი აქტუალური?


სახელმწიფო ბანკის ანუ „საქართველოს განვითარების ბანკის“ შექმნის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 2014 წელს შევიდა. პროექტის მიხედვით, განვითარების ბანკი სააქციო საზოგადოება უნდა ყოფილიყო, ხოლო მისი მთავარი აქციონერი – სახელმწიფო, მინიმუმ 51-პროცენტიანი წილით. ბანკზე არ გავრცელდებოდა ძირითადი საბანკო რეგულაციები და ის არც კლასიკური გაგებით კომერციული ბანკი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მას უნდა გაეცა სესხები და გარანტიები, შეესრულებინა დაზღვევის ოპერაციები, გამოეცა ობლიგაციები და მიეღო მონაწილეობა საინვესტიციო პროექტებში. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ „განვითარების ბანკის“ მიზანია „უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება, ინვესტიციების მოზიდვა, სახელმწიფოს მიერ კერძო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დარგების განვითარება“.


მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით, განვითარების ბანკს დამოუკიდებლობის ბალანსი ექნებოდა და ის უფლებამოსილი უნდა ყოფილიყო, კომერციულ ბანკსა და სახელმწიფო ხაზინაში ანგარიშები ჰქონოდა. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, განვითარების ბანკის დაფინანსების წყარო შეიძლება ყოფილიყო - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, განვითარების ბანკის გაუნაწილებელი მოგება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები, სახელმწიფო გარანტიებით მიღებული სესხები და დამფუძნებლის შენატანი განვითარების ბანკის კაპიტალში. თუმცა, მთავრობას, ბანკირებსა და ოპოზიციას შორის კონსესუსი ვერ შედგა და პროექტი არ განხორციელდა.


წლების წინ საერთაშორისო ექსპერტთა ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ, როგორც წესი, სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტები პოლიტიზების მაღალი დონით, გაუმჭვირვალობითა და არაეფექტიანი მენეჯმენტით გამოირჩეოდა. მკვლევართა ნაწილმა (თორსტენ ბეკმა და ლევინ როსმა) საერთოდ ვერ იპოვა კავშირი სახელმწიფო ბანკებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის, ხოლო აშშ-ის ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს მეცნიერი ანდრეი შლეიფერი ფიქრობდა, რომ ასეთი საფინანსო ინსტიტუტები არათუ აუმჯებესებენ, პირიქით ამცირებენ ეკონომიკურ ზრდასა და პროდუქტიულობას. 



სახელმწიფო ბანკის შექმნის იდეა არც მაშინ და არც ახლა არ მოსწონს ქართველ ექსპერტთა უმრავლესობასაც. ფინანსისტ მიხეილ თოქმაზიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ასეთი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა ბევრ თავის ტკივილს და გაუმჭვირვალობას უკავშირდება.


„სახელმწიფო ბანკის იდეა ემყარება სახელმწიფო ფინანსებს და მისი შექმნის მხოლოდ ერთი საფუძველი უნდა არსებობდეს, რომ გაიცეს კრედიტები შედარებით იაფად. ვფიქრობ, დღეს მოუმწიფებელია ეგ იდეა, რადგან სახელმწიფო ფინანსებით ასეთი ბანკის შექმნა ქვეყნისთვის ძალიან ბევრ თავის ტკივილს გამოიწვევს და არაეფექტურიც იქნება. 


ზოგადად, ასეთი ბანკის შექმნა დაკავშირებულია სხვადასხვა რისკთან, რისი აცილებაც და პრევენციაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არ არის განსაკუთრებული დემოკრატიის ქვეყანა, შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობისა და მონიტორინგის დონე არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც სხვა ქვეყნებში, ამიტომ ბუნებრივია, ასეთი რისკები ერთიორად იზრდება.


სახელმწიფო ბანკი კომერციული ბანკის კონკურენტი ალბათ ვერ იქნება, რადგან მას ცოტა განსხვავებული მიზნები აქვს. გარდა ამისა, მისი მართვა ყოველთვის დამოკიდებული იქნება ჩინოვნიკებზე და ასეთი სახელმწიფო სტრუქტურა ყოველთვის არაეფექტურია. თუ ვინმეს უნდა ფული გააკეთოს მაშინ ეს კარგი ინსტრუმენტია, მაგრამ რეალურად ეს არის თითიდან გამოწოვილი საკითხი, ამის დრო არ გვაქვს და ეს საქართველოში არც იმუშავებს“,  ამბობს თოქმაზიშვილი.


სახელმწიფო ბანკების შექმნის ისტორია, ძირითადად, დაკავშირებულია სოციალისტური ტიპის ქვეყნებთან, ასევე ქვეყნებთან, რომლებიც თავის დროზე ფლობდნენ სახელმწიფო საწარმოებს, ეტაპობრივად ახდენდნენ მათ პრივატიზებას და დღესაც შერჩენილი აქვთ რამდენიმე ბანკი საკუთრებაში, თუმცა მათი წილი ბაზარზე საკმაოდ მცირეა. მოქმედი სოციალისტური ტიპის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ჩინეთი, სადაც სახელმწიფო ფლობს რამდენიმე ბანკს. ყოფილი სოციალისტური ტიპის ქვეყნებიდან - რუსეთი (მაგალითად „სბერბანკი“), გარდამავალი ტიპის ქვეყნებიდან კი მნიშვნელოვანი მაგალითია თურქეთი, სადაც სახელმწიფო რამდენიმე ბანკის პირდაპირი თუ ირიბი მფლობელია.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up