„ბანკმა ქართუმ“ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას უძრავი ქონება ჩამოართვა. როგორც „კომერსანტს“ ბიზნესმენის შვილმა დავით კოდუამ განუცხადა, მას არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან ინფორმაცია ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით არ მიუღია. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის დაკარგვის სავარუდო მიზეზს, კოდუა აცხადებს, რომ შესაძლოა ეს დაკავშირებული იყო „ქართუ ბანკში“ სასეხო ვალდებულებასთან.
სასტუმროს ძველი რენდერი
აღსანიშნავია, რომ მელიქიშვილის გამზირზე ლაურა ღაჭავა Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობას 2017 წლიდან გეგმავდა. მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიის არქტიტექურის სამსახურმა 2016 წელს გასცა, დედაქალაქის მერიასთან ასევე შეთანხმებული იყოს სასტუმროს პროექტი. შვიდსართულიანი, 100 ნომრიანი და სამ ვარსკვლავიანი სასტომროს მშენბლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო და 2019-ში დასრულებულიყო. Hilton-ის ბრენდის სასტუმროს ასაშნებლად 10-დან 15 მილიონამდე დოლარი იყო გათვალისწინებული.
დღეს ამ მიწის ნაკვეთის მფლობელი როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „Bolero & Company“ - ია. წარმოდგენილი ესკიზური პროექტით იგეგმება ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის სიმაღლე არ აღემატება 27,90 მეტრს. სასტუმრო 120 ნომრისაგან შედგება. წარმოდგენილი ესკიზური პროექტი არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია, კომპანია ახლა მშენებლობის ნებართვას ელოდება. „კომერსანტი“ ცდილობს დაუკავშირდეს აღნიშნულ კომპანიას და დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
ბაჩო ადამია