ბაქო-სუფსის მილსადენით შესაძლოა ნავთობის ექსპორტი აღდგეს. როგორც APA-Economics-ი იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებს კასპიის რეგიონში BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირგაბმულობისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბახტიარ ასლანბეილიმ განუცხადა.
„ამჟამად ამ მილსადენს არ ვიყენებთ. მთელი ჩვენი საექსპორტო პოტენციალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე (BTC) გადის, რაც ძირითადად შავ ზღვაში ტანკერების არსებობით არის განპირობებული. თუ მომავალში სიტუაცია შეიცვლება, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“, - განაცხადა ბახტიარ ასლანბეილიმ.
BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირგაბმულობისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში დასძინა, რომ მილსადენის ექსპლუატაცია სრულად არ შეჩერებულა და ის ნებისმიერ დროს მზადაა გამოყენებისთვის.