მიმდინარე წლის ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენმა თურქეთის გავლით 16,759 მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანა. ეს 936 ათასი ბარელით ანუ 5,9%-ით მეტია გასული წლის ოქტომბრის სატრანზიტო მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში BTC-ის გავლით თურქეთიდან გადაზიდულია 164,958 მილიონი ბარელი ნავთობი, რაც 11,007 მლნ ბარელით ანუ 6,25%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მოცემული პერიოდისთვის ჯეიჰანის პორტიდან 4901 ტანკერი, მთლიანობაში 3 მილიარდ 745,2 მილიონი ბარელი ნავთობით არის გადაზიდული.
SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით.
ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სატრანზიტო მოსაკრებელი 55 ცენტით გაიზარდა. ნავთობის ტრანზიტს აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ახდენს. საუბარია ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით ჩადის. 2006 წლის ივნისში ექსპლუატაციაში მიღებიდან 2021 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, ამ 1,768 კმ სიგრძის მილსადენმა გადაიტანა 482 მილიონ ტონაზე მეტი (3,62 მილიარდი ბარელი) ნედლი ნავთობი. ნავთობი ჯეიჰანში ჩაიტვირთა 4729 ტანკერზე და გაგზავნეს მსოფლიო ბაზრებზე.
შეგახსენებთ, 2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ძირითადი საექსპორტო მილსადენის საოპერაციო ხარჯებმა $ 111 მილიონი შეადგინა, ხოლო კაპიტალური ხარჯები $ 29 მილიონს გაუტოლდა.
საოპერაციო ხარჯები წინა წელთან შედარებით 27 მილიონი დოლარით ანუ 19.6% -ით შემცირდა, ხოლო კაპიტალური ხარჯები 15 მილიონი დოლარით ანუ 34.1% -ით.
ექსპლუატაციის პერიოდში, 2006 წლის ივნისიდან 2018 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე, 1 768 კილომეტრიან BTC– ის მილსადენით ტრანსპორტირებული იქნა 475 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი (3,57 მილიარდი ბარელი), რომელიც დატვირთული იყო ჯეიჰანის 4,659 ტანკერზე და გაიგზავნა მსოფლიო ბაზარზე.
2020 წლის საანგარიშო პერიოდში BTC– მა გაატარა 27,8 მილიონ ტონაზე მეტი (211 მილიონი ბარელი) ნედლი ნავთობი და კონდენსატი, რომელიც ჩაიტვირთა 278 ტანკერში ჯეიჰანში. წლის განმავლობაში (2019 წლიდან 2020 წლამდე) BTC– ით ტრანსპორტირების მოცულობა შემცირდა 3,2 მლნ ტონით ანუ 10,3% –ით.
BTC მილსადენი სათავეს იღებს სანგაჩალის ტერმინალიდან, რომელიც მდებარეობს ბაქოს მახლობლად. მილსადენის ყოველდღიური გამტარობაა 1,2 მილიონი ბარელი ნავთობია. 1,768 კმ-იანი მილსადენი ექსპლუატაციაში შევიდა 2006 წლის ივნისში. BTC ძირითადად ახორციელებს BTC აზერბაიჯანულ-ჩირაგ-გუნეშლის ნავთობის, შაჰ დენიზის კონდენსატისა და აგრეთვე სატრანზიტო ნავთობის ტრანპორტირებას.
BTC-ის აქციონერი კომპანიებია არიან: BP (30,10%), AzBTC (25,00%), Chevron (8,90%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENİ (5,00%), Total (5,00%), Itochu (3,40%), Inpex (2,50%), ExxonMobil (2,50%) и ONGC (BTC) Ltd. (2,36%)
ავტორი: ბელა გელაშვილი