ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე 32 მლნ ტონა ნავთობია ექსპორტირებული

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე 32 მლნ ტონა ნავთობია ექსპორტირებული

access_time2022-09-28 13:00:23

SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფიმ აშხაბადში გამართულ 27-ე საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაზე - „თურქმენეთის ნავთობი და გაზი 2022“ განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე თურქმენული ნავთობის ექსპორტის მოცულობა ამ დროისთვის 32 მილიონი ტონაა.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ნავთობისა და გაზის საბადო „დოსტლუგზე“ ერთობლივი კვლევის, განვითარებისა და ნახშირწყალბადების რესურსების ექსპლუატაციის შესახებ ორივე ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უქმნის. SOCAR-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვისაც.

 

პროექტის მონაწილეები არიან: BP (30.1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), ITOCHU, (3,4%); ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGC (2.36%).

 


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია, აქედან 443 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, 249 - საქართველოში და 1076 - თურქეთში. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონას აღემატება.

 

2021 წელს ნავთობსადენით გატარებული ნავთობის მოცულობა 26 მლნ 421,5 ათასი ტონა იყო, რაც 3,9%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით. 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გატარებული ნავთობის მოცულობა 21 მლნ 688,4 ათასი ტონაა. ეს კი 10,8%-იან ზრდას ნიშნავს.

 

2021 წლის 21 იანვარს აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს კასპიის ზღვაში „დოსტლუგის“ ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივი გამოკვლევისა და განვითარების შესახებ. აზერბაიჯანის პარლამენტმა მემორანდუმი 2021 წლის თებერვალში დაამტკიცა. თურქმენეთის მეჯლისმა დოკუმენტი მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა. ექსპერტების აზრით, „დოსტლუგის“ მარაგი დაახლოებით 60 მილიონი ტონა ნავთობი და 100 მილიარდი კუბური მეტრი გაზია.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up