მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით 27 505,2 ათასი ტონა ნავთობის გადაზიდვა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 5,1%-ითაა გაზრდილი.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში APA-Economics-ს განუცხადეს, რომ ნავთობის 78,9% ტრანსპორტირება მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით.
საანგარიშო პერიოდში BTC-ით 21,688.4 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა (ზრდა 10.85%-ით 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
გავრცელებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში BTC-ით ასევე გადაიზიდა 3,580.3 ათასი ტონა ტრანზიტული ნავთობი (ზრდა 42%-ით წლიურ შედარებით).