„ბაქო - თბილისი - ჯეიჰანმა“ 15 წლის განმავლობაში 500 მილიონი ტონა ნავთობი გაატარა

„ბაქო - თბილისი - ჯეიჰანმა“ 15 წლის განმავლობაში 500 მილიონი ტონა ნავთობი გაატარა

access_time2021-12-19 20:00:52

მილსადენის „ბაქო - თბილისი - ჯეიჰანი“ ექსპლუატაციაში გაშვებიდან მსოფლიო ბაზარზე ექსპორტირებულია 500 მილიონი ტონა ნავთობი, - ნათქვამია ბრიტანული კომპანიის BP პრეს-რელიზში. აღნიშნულ ნიშნულს გადაზიდული ნავთობის მოცულობამ მიაღწია კვირას, 12 დეკემბერს: მაშინ თურქეთის ჯეიჰანის პორტიდან იტალიის ტრიესტის პორტისკენ გაემართა SOCAR-ის ნავთობით დატვირთული 4922-ე ტანკერი - პორტუგალიაში რეგისტრირებული NORDROSE.

500 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტზე გატანა - ეს არის ღირსშესანიშნავი მომენტი, რომლითაც სრულდება „ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის“ სტაბილური და ეფექტიანი მუშაობის 15 წელი. ამდენი წლის შემდეგ მილსადენი რჩება რეგიონში ენერგომატარებლების ექსპორტის ძირითად არტერიად, უზრუნველყოფს რა ღია ზღვაში გასასვლელის არმოქნე კასპიის ზღვის ხმელთაშუა ზღვასთან პირდაპირ სტრატეგიულ კავშირს, საიდანაც მსოფლიოს ყველა ბაზართან წვდომა ადვილია.

„ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის“ მილსადენი - ეს არის საოპერაციო ეფექტიანობის და მსოფლიო კლასის მიწოდების უზრუნველყოფის არაჩვეულებრივი ნიმუში. ეს მართლაც გამორჩეული ობიექტია ყველა თვალსაზრისით, და ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც მან დღეს მიაღწია. დიდი მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყოფს ამ მსოფლიო კლასის ობიექტის უსაფრთოხო და ეფექტიან მუშაობას 24 საათიან რეჟიმში, სამივე ქვეყანაში.


ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სატრანზიტო მოსაკრებელი 55 ცენტით გაიზარდანავთობის ტრანზიტს აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ახდენს. საუბარია ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით ჩადის. 2006 წლის ივნისში ექსპლუატაციაში მიღებიდან 2021 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, ამ 1,768 კმ სიგრძის მილსადენმა გადაიტანა 482 მილიონ ტონაზე მეტი (3,62 მილიარდი ბარელი) ნედლი ნავთობი. ნავთობი ჯეიჰანში ჩაიტვირთა 4729 ტანკერზე და გაგზავნეს მსოფლიო ბაზრებზე.


შეგახსენებთ, 2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ძირითადი საექსპორტო მილსადენის საოპერაციო ხარჯებმა $ 111 მილიონი შეადგინა, ხოლო კაპიტალური ხარჯები $ 29 მილიონს გაუტოლდა.


საოპერაციო ხარჯები წინა წელთან შედარებით 27 მილიონი დოლარით ანუ 19.6% -ით შემცირდა, ხოლო კაპიტალური ხარჯები 15 მილიონი დოლარით ანუ 34.1% -ით.

ექსპლუატაციის პერიოდში, 2006 წლის ივნისიდან 2018 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე, 1 768 კილომეტრიან BTC– ის მილსადენით ტრანსპორტირებული იქნა 475 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი (3,57 მილიარდი ბარელი), რომელიც დატვირთული იყო ჯეიჰანის 4,659 ტანკერზე და გაიგზავნა მსოფლიო ბაზარზე.



2020 წლის საანგარიშო პერიოდში BTC– მა გაატარა 27,8 მილიონ ტონაზე მეტი (211 მილიონი ბარელი) ნედლი ნავთობი და კონდენსატი, რომელიც ჩაიტვირთა 278 ტანკერში ჯეიჰანში. წლის განმავლობაში (2019 წლიდან 2020 წლამდე) BTC– ით ტრანსპორტირების მოცულობა შემცირდა 3,2 მლნ ტონით ანუ 10,3% –ით.

BTC მილსადენი სათავეს იღებს სანგაჩალის ტერმინალიდან, რომელიც მდებარეობს ბაქოს მახლობლად. მილსადენის ყოველდღიური გამტარობაა 1,2 მილიონი ბარელი ნავთობია. 1,768 კმ-იანი მილსადენი ექსპლუატაციაში შევიდა 2006 წლის ივნისში. BTC ძირითადად ახორციელებს BTC აზერბაიჯანულ-ჩირაგ-გუნეშლის ნავთობის, შაჰ დენიზის კონდენსატისა და აგრეთვე სატრანზიტო ნავთობის ტრანპორტირებას.


BTC-ის აქციონერი კომპანიებია არიან (ანუ მილსადენში წილები ასეა განაწილებული): BP (30,10%), AzBTC (25,00%), Chevron (8,90%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENİ (5,00%), Total (5,00%), Itochu (3,40%), Inpex (2,50%), ExxonMobil (2,50%) и ONGC (BTC) Ltd. (2,36%) .


ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up