ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში, ინვესტიციები 100 მლნ დოლარს გადააჭარბებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა. მისი თქმით, პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება.
„5 წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ახლა, ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფონზე, დავიწყეთ ინვესტიცია საქართველოს ნაწილის გაფართოებაში. ეს პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდება,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს, რათა რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზარდოს.