ბაქოს პორტის ტერიტორიაზე აშენებული სასუქის ტერმინალი ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა report.az ავრცელებს. გამოცემის ცნობით ნავსადგურში დაგეგმილია გოგირდის, კარბამიდის და ამონიუმის გვარჯილის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან შემოტანა.
„ჩვენ შევძლებთ ბაქოს პორტში მეტი სასუქის ტვირთის მოზიდვას. ამჟამად ვამუშავებთ თურქმენეთში წარმოებულ სასუქებს. მაგრამ Fertilizer Terminal-ის ექსპლუატაციაში ამოქმედების შემდეგ, ჩვენ მიზნად ვისახავთ სასუქის ტრანსპორტირებას არამხოლოდ თურქმენეთიდან, არამედ, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აზერბაიჯანის გავლით. უზბეკური სასუქი ამ დერეფანში კონტეინერებითა და ვაგონებით გადის“, - განაცხადა ჰასანლიმ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას მიაღწევს.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ავაშენეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ალბათ ყველაზე დიდი კომერციული პორტი კასპიის ზღვაზე. რომლის გამტარუნარიანობაც 15 მილიონ ტონას შეადგენს. ჩვენ გავაფართოვებთ ამ შესაძლებლობას 25 მილიონ ტონამდე. ვაფართოებთ გემთმშენებლობას, რათა შევძლოთ კასპიის გავლით ტვირთების გადაზიდვა“, - განაცხადა ალიევმა.