ბაქსვუდის სკოლის ახალი ფილიალის გახსნამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. როგორი იქნება ახალი კამპუსი? - ინტერიერის ფოტოები სკოლის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
ბაქსვუდის სკოლის ახალი ფილიალი მდებარეობს მარშალ გელოვანზე. M2-ის საცხოვრებელ უბანში - M3 საბურთალო, ცენტრალური პარკის მიმდებარედ. ტერიტორია მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას.
ახალი კამპუსი დაპროექტებულია საერთაშორისო და ქართველ არქიტექტორთა პროფესიონალი გუნდის მიერ.
სკოლის ახალი კამპუსი გაშენებულია ერთ ჰექტარზე და მოიცავს სამ ბლოკს. აქედან C ბლოკის მშენებლობა იგეგმება 2025 წლიდან. გარდა უსაფრთხოებისა და თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისა, შენობის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ენერგოეფექტურობაა.
ახალი კამპუსი მოიცავს მრავალფუნქციურ მთავარ ეზოს და შიდა ეზოს, სპორტულ მოედანს, სპორტულ დარბაზს, სპორტული დარბაზის ქვემოთ მოსაცდელ ადგილს, თავისუფალ სათამაშო მოედანს, კაფეტერიას, სიმულირებულ გაზონის ფართობს და მცენარეებს სახურავზე,