„ბარბალეს მარნის“ ღვინო ამერიკაში გაიყიდება

„ბარბალეს მარნის“ ღვინო ამერიკაში გაიყიდება

access_time2022-01-27 11:00:00

„ბარბალეს მარნის“ ღვინო ამერიკაში გაიყიდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი ზვიად კორძაძე ამბობს, ეს „ბარბალეს მარნისთვის“ საექსპორტო ბაზარზე გასვლის პირველი შემთხვევა იქნება, თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც.


„ხელშეკრულება უკვე არსებობს, ამ ეტაპზე დეტალებს ვაზუსტებთ. იქედან გამომდინარე, რომ მასობრივი წარმოება არ გვაქვს და სხვა საფასო სეგმენტში ვართ წარმოდგენილი, პირველ ეტაპზე მხოლოდ 1000-მდე ბოთლ ღვინოს გავიტანთ ამერიკის ბაზარზე, რომელიც ღვინის მაღაზიებსა და ბარებში გაიყიდება. ეს იქნება ოცხანური საფერე და ორხვი, ანუ ლეჩხუმის ცოლიკაური.


ეს ჩვენთვის კარგი დასაწყისია. ვიმედოვნებთს, რომ ჩვენი ღვინოები ახალ ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს, შესაბამისად მოგვიწევს წარმოების გაზრდა. ამ ეტაპზე 8 სახეობის 3000-მდე ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, თუმცა მომავალი წლისთვის წარმოების 5000-მდე გაიზრდას ვგეგმავთ,“ – აღნიშნავს ზვიად კორძაძე.



მისივე თქმით, 2021 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ 2 საერთაშორისო გამოფენაზე, საფერავის, ოცხანური საფერავისა და კახური მწვანესთვის 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე გახსნა "ბარბალეს მარანი" და ონლაინ გაყიდვების პლატფორმის გარდა Wolt-ზეც გამოჩნდა.


„იმედი გვაქვს 2022 წელი უკეთესი იქნება, აღდგება ტურიზმი, რაც ჩვენი მომხმარებლების რიცხვს გაზრდის. წელს მთავარი მიზანი სწორედ ერთგული მომხმარებლების შეძენაა, რომლებიც ახლახანს გახსნილ „ბარბალეს მარნის“ ღვინის ბარში ხშირად გვესტუმრებიან. ვაგრძელებთ მაყვლის ღვინის წარმოებას, რომელზე მოთხოვნაც საკმად მზარდია, ასევე როგორც დაგეგმბილი გვქონდა, ვმუშაობთ ვაშლისა და მსხლის ღვინოებზე და იმედი გვაქვს მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს,“ – ამბობს კორძაძე.


შეგახსენებთ, რომ „ბარბალეს მარანი“ ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი შინდისში მდებარეობს, რომელიც ღვინის ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up