„ბარბერი საქართველომ“ 2020 წელს 3 მილიონ ლარზე მეტი იზარალა

„ბარბერი საქართველომ“ 2020 წელს 3 მილიონ ლარზე მეტი იზარალა

access_time2022-02-15 13:00:01

ბრიტანული მოდის წამყვანმა ბრენდმა Burberry-მ 2020 წელი საქართველოში ზარალით დაასრულა. „ბარბერი საქართველომ“ (შპს ლიდერ სისტემა) პანდემიურ წელთ 3 092 644 ლარი იზარალა. მაშინ, როცა კომპანიამ 2019 წელს 870 530 ლარის მოგება მიიღო.

 

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი მნიშვნელოვნადბ 6 429 812 ლარით (–38,7%) – 7 673 679 ლარამდე შემცირდა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში 3,7 მლნ ლარის აქტივები იყო.

 

შპს „ლიდერ სისტემი“ ბრიტანული კომპანია Burberry Limited-გან ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე Burberry-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობის უფლებას, რაც გულისხმობს არამხოლოდ Burberry-ის ბრენდული მაღაზიების ფლობისა და ოპერირების, არამედ, კომპანია Burberry-ის სახელის, ლოგოტიპისა და სხვა სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლებას.


როგორც ირკვევა, კომპანიის პროდუქციის ძირითადი ნაწილი თბილისში იყიდება. მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2018-2019 წლებში განხორციელდა ხარჯების ოპტიმიზაციის პროგრამა და 2019 წელს დაფიქსირდა - 870 531 ლარი მოგება, თუმცა მათი ინფორმაციით, 2020 წელს პანდემიამ და სავალუტო კურსის რყევამ კომპანიას უდიდესი ფინანსური ზარალი მიაყენა. ამის საერთო შედეგიც ფინანსურ ანგარიშგებაში 3 092 644 ლარის ზარალით გამოისახა.

 


Burberry-ის მაღაზია თავისუფლების  მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. კომპანიამ იჯარაში 2020 წელს 475 655 ლარი გადაიხადა. ეს თანხა 2019 წელს 586 484 ლარი იყო. ადმინისტრაციულმა და სხვა საოპერაციო ხარჯებმა 2 875 679 ლარი შეადგინა, ხოლო თანამშრომელთა ხელფასებში კომპანიამ 760 164 ლარი დახარჯა.

 

კომპანიაში ფიქრობენ, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, დამფუძნებელთა მიერ განხორციელებული 1 559 429 ლარის კაპიტალიზაციის მიუხედავად, კომპანიას ფუნქციონირება გაუჭირდება. თუმცა, დოკუმენტში წერია ისიც, რომ დამფუძნებლის დამატებითი შენატანები კომპანიას შეუნარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას, რათა გააგრძელონ განვითარება.

 

საწარმოს 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გააჩნდა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულება. კერძოდ, დამფუძნებლის ჰაიკ ხაჩატრიანის სესხი – 3 150 021 ლარი, ხოლო, სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არსებული სესხი საერთო ჯამში – 7 028 886 ლარის ოდენობით.

 

შპს ,,ლიდერ სისტემი“  საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია სომხეთის მოქალაქე ჰაიკ ხაჩატრიანი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალებით, ფეხსაცმლით, ჩანთებითა და ტანსაცმლით საცალო ვაჭრობა.

 

„ლიდერ სისტემისგან“ რადიკალურად განსხვავებულია ბრიტანული მოდის წამყვანი ბრენდის ოფიციალური ფინანსური მაჩვენებელი. Burberry-ის შემოსავალი 2020 წელს 2,63 მლრდ ფუნტი სტერლინგი იყო.


ბაჩო ადამია


თეგები:
ბარბერი Burberry



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up