„ბარსელონამ“, სატელევიზიო შემოსავლის სახით, €165.6 მილიონი დააფიქსირა და „მადრიდის რეალი“ უკან ჩამოიტოვა

„ბარსელონამ“, სატელევიზიო შემოსავლის სახით, €165.6 მილიონი დააფიქსირა და „მადრიდის რეალი“ უკან ჩამოიტოვა

access_time2022-01-09 20:00:28

სატელევიზიო უფლებები, საკლუბო ფეხბურთში გუნდებისთვის, შემოსავლით ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. ეს საკითხი ოდნავ უფრო სიღრმისეულად რომ შევისწავლოთ, საბოლოოდ ვნახავთ, რომ სპონსორებისგან შემოსული თანხებისა და ბილეთების რეალიზებით შემოსული ფინანსური ნაკადების პარალელურად, გუნდები საკუთარ წლიურ ბიუჯეტს სწორედ დასრულებულ სეზონში მიღებული სატელევიზიო თანხებით ახორციელებენ.


ამ მხრივ, ყველაზე მძლავრი და გიგანტი დიდი ბრიტანეთია, სადაც ინგლისის „პრემიერ ლიგაში“ კლუბები დიდძალ თანხებს სწორედ ტელევიზიებისგან იღებენ, მეორე ეშელონის ქვეყნები კი შედარებით ნაკლებ გამომუშავებაზე არიან. გერმანია, საფრანგეთი იტალია და ესპანეთი, ალბათ, საერთო პრიზმაში განსახილველია და ამ სტატიაში ესპანური „ლა ლიგას“ შესახებ ვისაუბრებთ.


ესპანეთის ჩემპიონატი, წლების განმავლობაში, ყველაზე ყურებად საფეხბურთო გათამაშებად ითვლებოდა – მესისა და რონალდოს ეპოქები, დიადი დაპირისპირებები და „ ელ კლასიკოები“. მას შემდეგ რაც ჩემპიონატი ჯერ კრიშტიანუმ, შემდეგ კი ლიონელმა დატოვა, ინტრიგა, თითქმის, განახევრდა, იკლო ინტერესმა. ცხადია, ეს პირდაპირ აისახა ყურებადობასა და სატელევიზიო გავრცელებაზე.



ამ ფაქტორის მიუხედავად, ჩემპიონატი მსოფლიოს, თითქმის, ყველა წერტილში და ყველა კონტინენტზე გადაიცემა. ასობით სპორტული არხი, ტურის განმავლობაში, დაახლოებით, 3-4 მატჩს აჩვენებს. კლუბების მარკეტინგული სამუშაოები და მოქმედებები ახლა ინტერესის ზრდის მიმართ არის მიპყრობილი. უამრავი სხვადასხვა ინსტრუმენტისა და მოქმედების შემდეგ, „ლა ლიგა“, თითქოს, პოზიციებს კვლავ იბრუნებს, გიგანტების გარდა, საქმეში „მადრიდის ატლეტიკო“, „სევილია“ და სხვა კლუბებიც არიან ჩართული.


მოდით, ახლა იმ თანხებს გავეცნოთ, რაც კლუბებმა, სატელევიზიო შემოსავლების სახით, გასულ სეზონში დააფიქსირეს: 

  • „ბილბაოს ატლეტიკი“ – €72.2 მილიონი
  • „ბარსელონა“ – €165.6 მილიონი
  • „მადრიდის რეალი“ – €163 მილიონი
  • „მადრიდის ატლეტიკო“ – €130.1 მილიონი
  • „სევილია“ – €84.2 მილიონი
  • „ბეტისი“ – €59.5 მილიონი
  • „სოსიედადი“ – €66.4 მილიონი
  • „ლევანტე“ – €50.3 მილიონი
  • „კადიზი“ – €47.3 მილიონი
  • „ვალენსია“ – €73.3 მილიონი
  • „ოსასუნა“ – €49.7 მილიონი
  • „ალავესი“ – €51.1 მილიონი
  • „ელჩე“ – €47.3 მილიონი
  • „ვილიარეალი“ – €73.3 მილიონი
  • „სელტა“ – €53.3 მილიონი
  • „ვალიადოლიდი“ – €48.5 მილიონი
  • „გრანადა“ – €52.5 მილიონი
  • „ეიბარი“ – €51.8 მილიონი
  • „უესკა“ – €46.8 მილიონი
  • „ხეტაფე“ – €58.5 მილიონი


წყარო: marketer.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up