2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, ბარსელონას 3,1 მილიონზე მეტი ტურიზმი ეწვია, რაც ქალაქის 1,7 მილიონიან მოსახლეობას თითქმის 2-ჯერ აღემატება. 2023 წელს კი ახალი რეკორდია მოსალოდნელია. ამის შესახებ ინფორმაციას itv ავრცელებს.
ბარსელონას მუნიციპალიტეტს არ აქვს იურისდიქცია პორტზე და, შესაბამისად, მოითხოვს რეგიონულ მთავრობას შეზღუდოს საკრუიზო გემების რაოდენობა თვეში 200 000 მგზავრამდე, ან დღეში სამ გემზე.
ცოტა ხნის წინ ბარსელონას მაცხოვრებლები ქუჩებში გამოვიდნენ. ისინი ტურისტების გაზრდილ რაოდენობას აპროტესტებდნენ. ქალაქის მაცხოვრებლები ხმაურსა და დაბინძურებას უჩივიან, რაც მასობრივ ტურიზმს ახლავს თან.
პროტესტი აჩვენებს, რომ ქალაქმა უნდა დაამყაროს ბალანსი ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების კომფორტს შორის,განაცხადა ბარსელონას მერის მოადგილემ ჯანეტ სანზმა.