ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, +100 წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი მონაწილეობს. ქართველი სპორტსმენი ფინალში გავიდა.
თუშიშვილი საწყის წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი ტაჯიკი თემურ რახიმოვს მოუგო. შეხვედრის დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე გურამი ვაზარით დაწინაურდა და უკანასკნელ წამებში შებოჭვას გადაურჩა. ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ვაზარი მოიპოვა და ავასატე-იპონით გაიმარჯვა.
მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალში გასასვლელად გურამმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოახდინა და დაუმარცხებელ ფრანგ.
sportall.ge