BASSIANI 4-5 მარტის ღონისძიებებიდან შემოსულ თანხას უკრაინელების მხარდასაჭერად გადარიცხავს

BASSIANI 4-5 მარტის ღონისძიებებიდან შემოსულ თანხას უკრაინელების მხარდასაჭერად გადარიცხავს

access_time2022-03-01 18:35:20

ღამის კლუბი BASSIANI რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას გმობს  და  უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 4-5 მარტის ბასიანზე დაგეგმილი ღონისძიებებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადაირიცხება.

მძიმე და ტრაგიკული დღეები დგას უკრაინაში, ჩვენს მოძმე ქვეყანაში, რომელიც შეუპოვრად იბრძვის დამპყრობლის წინააღმდეგ. რუსეთის თავდასხმას უამრავი ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება და მისი შეჩერება მსოფლიოს ყველა პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნის მოვალეობაა. ბოროტების წინააღმდეგ, მშვიდობისა და თავისუფლების ფასი ძვირია და ეს ფასი ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს კიდევ ერთხელ გადაიხადა, როდესაც გმირულად აღუდგა წინ საოკუპაციო ჯარებს და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით რუსული აგრესია დროებით შეჩერდა, თუმცა ჩვენ ომის რეჟიმში დავრჩით, რადგან რუსეთი კვლავ ყოველდღიურად იტაცებს ჩვენს მოქალაქეებსა და ტერიტორიებს უკანონო საზღვრისპირა რეგიონებიდან, ხოლო ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურად უსპობს მშვიდობისა და წინსვლის პერსპექტივას.

სწორედ ამიტომ, კარგად გვესმის უკრაინელი ხალხის გასაჭირი, ვხედავთ და გვეამაყება მათი თავდადება და რაც მთავარია, გვეამაყება სოლიდარობის უპრეცედენტო ჯაჭვი, რომელშიც თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთო. ყოველთვის გვჯეროდა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობა ერთადერთი გზაა, რომელსაც შეუძლია სასიკეთოდ შეცვალოს აწმყო და მომავალი. ხელოვნებისა და მეცნიერების, სპორტისა და ტექნოილოგიების თითქმის ყველა სფეროში ადამიანები მთელს მსოფლიოში გაერთიანდნენ უკრაინის მხარდასაჭერად და ამ ერთობაში ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი სწორედ ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები არიან, რომლისთვისაც უსამართლობისა და ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლა ისტორიული მეხსიერების ნაწილია.

ომის დაწყების პირველივე დღიდან BASSIANI-მა და თბილისის საკლუბო სცენამ უპირობო სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, ხოლო ქართველი ხალხის თავისუფალმა, მრავალათასიანმა მანიფესტაციებმა თბილისის ქუჩებში, მხნეობა და გამძლეობა შემატა მეგობარ ხალხს. ისტორიამ გვასწავლა და მორალური პრინციპები მტკიცედ გვეუბნება, რომ ძალადობის დროს დუმილი და უმოქმედობა დანაშაულისა და მოძალადის გვერდით დგომის ტოლფასია. ტრაგიკულია, რომ ამ სიმტკიცეს ვერ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც პირველ რიგში სწორედ ამ ისტორიული მეხსიერებითა და მორალური პრინციპებით გაერთიანებული ქართული საზოგადოების ნებას უნდა წარმოადგენდეს. სიფრთხილე და დაფიქრება კრიზისულ მდგომარეობებში განსაკუთრებით საჭიროა, თუმცა რადიკალური განსხვავებაა რაციონალურ გადაწყვეტილებებსა და შიშით ნაკარნახევ მეგობრის ღალატს შორის, რომელსაც ხელისუფლებას არავინ აპატიებს, პირველ რიგში სწორედ ქართული საზოგადოება, რომლისთვისაც ასეთი ქმედებები არამხოლოდ უცხოა, არამედ სრულ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ისტორიულ გამოცდილებასთან.

შიში ვერც სოლიდარობის საფუძველი გახდება, რადგან სოლიდარობა პირველ რიგში გულწრფელი სურვილია, თვალსაჩინო უსამართლობაში უპირობოდ დადგე მსხვერპლის მხარეს, თანაუგრძნო მას და გადაწყვეტილება გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ არ მიიღო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აიღოს მასზე ნაკისრი ვალდებულება და სრულად გამოხატოს ქართველი ხალხის ნება, რომელიც მისი ლეგიტიმაციის წყაროა. ისტორიის ფურცლებზე უკვე ყველაფერი იწერება.კიდევ ერთხელ, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და არასდროს ვკარგავთ იმედს, რომ ბოროტება მარცხისთვისაა განწირული.


სოლიდარობის ნიშნად, 4-5 მარტის ღამეებზე შემოსული თანხა გადაერიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ უსამართლობასთან შეუპოვრად მებრძოლი ადამიანების გადარჩენის საქმეში. - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. 

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ უკრაინული აგრესიის მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up