Batumi Gold - ახალი Range Rover-ის განსხვავებული ფერი

Batumi Gold - ახალი Range Rover-ის განსხვავებული ფერი

access_time2021-11-12 12:40:11

ბათუმი მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა. ამჯერად, საქართველოს ზღვისპირა ქალაქი მსოფლიოს ავტომოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცა. 26 ოქტომბერს Jaguar Land Rover-მა Range Rover-ის ახალი მოდელი წარადგინა. ბრიტანული ავტოგიგანტის ყველაზე სასურველი მოდელი ახლა უფრო მოდერნიზებული, დახვეწილი და მინიმალისტურია. რამდენიმე სხვადასხვა ფერს შორის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფერს დიზაინერებმა Batumi Gold უწოდეს.


ფერებზე მუშაობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, შემქმნელების ინსპირაცია საქართველოს ზღვისპირა ქალაქი, ბათუმიც გახდა. სწორედ ბათუმის შთამბეჭდავი ხედების გავლენით შეიქმნა Batumi Gold. ამ ქალაქის მზის ჩასვლით მოხიბლულმა დიზაინერებმა ეს ფერი სპეციალურად განახლებული Range Rover-ისთვის შექმნეს.




თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სილამაზის გარდა, საქართველომ ყურადღება ოფისის წარმატებული მუშაობითაც მიიქცია. Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.


ახალი Range Rover-ის პრეზენტაციას მსოფლიო რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. ამის უზრუნველსაყოფად შემქმნელებმა ავტომობილს არაერთი დამატებითი და ინოვაციური სისტემა დაუმატეს. მისი ძირითადი კლასიკური მახასიათებლები შენარჩუნებულია, თუმცა დიზაინი უფრო მინიმალისტურია. შეიძლება ითქვას, რომ მისი არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული Range Rover-ი ყველაზე კომფორტული და მდიდრულია.





ავტომობილი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ჰაერის გამწმენდი სისტემა, რომელიც სრულად ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს. კიდევ ერთი სიახლეა ხმის იდეალური იზოლაციაც, რომელსაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ავტომობილის სავარძლის ზედა ნაწილებში დამონტაჟებული დინამიკებიც უზრუნველყოფს.


რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს - წინა მოდელებთან შედარებით, ახალი Range Rover 12%-ით უფრო აეროდინამიკული, 24%-ით ნაკლებად ხმაურიანი და 50%-ით გამძლეა. ნოვაციაა ისიც, რომ საჭის დატრიალებისას, ავტომობილის ოთხივე თვალი მოძრაობს და Range Rover მარტივად მანევრირებს ქალაქში, პარკინგსა და ვიწრო გზებზეც.


Range Rover-ის ახალი მოდელი საქართველოში ხელმისაწვდომი 2022 წლის გაზაფხულიდან იქნება.



(R)


თეგები:
Range Rover



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up