ბათუმი, ქუთაისი, ფოთი - თეგეტას დასაქმების პროგრამა დასავლეთ საქართველოში ინაცვლებს

ბათუმი, ქუთაისი, ფოთი - თეგეტას დასაქმების პროგრამა დასავლეთ საქართველოში ინაცვლებს

access_time2021-09-10 16:47:13

„თეგეტა ჰოლდინგი“ შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად სამსახურის მაძიებლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს. ახალი საქმიანობის შესწავლას სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია, დასაქმების პერსპექტივით. „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ - გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. აკადემიაში თვენახევრიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტების მომავალი რადიკალურად იცვლება - ისინი ეუფლებიან ახალ პროფესიას, გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას და საქმდებიან თეგეტა ჰოლდინგში. კომპანიას აქვს ამბიცია, ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ კამპანიას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს.


ბექა ლეკვეიშვილი ქუთაისიდან არის. უყვარს თავისი ქალაქი და არც ოჯახიდან მოშორებით ყოფნას ისურვებდა. თეგეტას სასწავლო კურსი თბილისში გაიარა, მაგრამ ერჩივნა სამუშაო მშობლიურ ქალაქში გამოჩენილიყო.


,,ერთ რამეში გამიმართლა, რომ თეგეტაში მოვხვდი, მერე უკვე მეც ვიშრომე და ვფიქრობ ჩემი მონდომება გახდა, წარმატების მიზეზი“. იყო სირთულეებიც, განსაკუთრებით, კლიენტებთან ურთიერთობაში, როდესაც კითხვების ნაკადს, გგონია, რომ ვერ გაუმკლავდები, არადა დრო შენს წინააღმდეგ მოქმედებს და მომხმარებელიც საათზე იყურება. აქ სცენარს გამოცდილი თანამშრომლები უერთდებიან, რომლებიც, როგორც ბექა ამბობს, დასახმარებლად სულ მზად არიან.



,,თეგეტას დასაქმების პროგრამა ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის გუნდის წევრი და თავადაც შეიტანოს წვლილი იმ კონტრიბუციის შექმნაში, რასაც დღეს თეგეტა საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს. ჩვენი კომპანია მზად არის, ხელი შეუწყოს დაინტერესებულ ახალგაზრდებს განვითარებაში და ეს პრაქტიკა თეგეტაში დიდი ხნის წინ დაინერგა. კარიერის საწყის საფეხურზე ამ ვაკანსიებზე დასაქმებული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დღესაც განაგრძობს წინსვლას კომპანიაში, - ნათიკა ბერძული, თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.


თორნიკე ზირაქიძე ავტომობილების განსაკუთრებულმა ინტერესმა თეგეტამდე მიიყვანა. სტაჟირებაზე მყოფმა აკადემიაში მოკლე კურსი გაიარა და მალევე კონსულტანტად დაინიშნა.



„უკვე ოთხი წელია, თეგეტას თანამშრომელი ვარ. აქ მოხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი საქმიანობა ის არის, რაც ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა. ბედნიერებაა, როცა საყვარელ საქმეს სიამოვნებით აკეთებ და ამაში ხელფასს იღებ. ახლა „თრაქ ენდ ბასში“ გაყიდვების კონსულტანტი ვარ, არაერთი მიმართულება მეხება. ჩემი მიზანი კარიერული წინსვლაა, ამაში თეგეტა ხელს ყოველთვის გვიწყობს“. 


„თეგეტა მოტორსი“ განაგრძობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას და ავტოინდუსტრიაში სამუშაოს დაწყების მსურველებს კვლავ ეძებს.



,,თუ გსურთ თქვენი კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და წრამატებულ კომპანიას დაუკავშიროთ, მაშინ ეს შემოთავაზება თქვენთვის არის. ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მცხოვრებლებს ველოდებით ბათუმის თეგეტა აკადემიაში. მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ მიიღონ პროფესიული განათლება, გაიარონ სტაჟირება და დაიწყონ კარიერა თეგეტაში”, - ამბობს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ბერუაშვილი.


აქვს თუ არა წარმატებას ფორმულა, ჩვენი ვკითხეთ ჩვენი სტატიის გმირებს, ბექას და თორნიკეს - აღმოჩნდა რომ არც კარიერის დასაწყისში სტარტის ხაზთან ხვდები შემთხვევით და ფინიშამდე მისასვლელ გზასაც თავად ირჩევ. მთავარია ხელისგულზე მოქცეული შანსი არ გაუშვა ხელიდან.


„თეგეტა მოტორსის“კამპანია ,,დაიწყე კარიერა თეგეტაში“ ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაფარავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან.


სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.


განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია. სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up