ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება 2023 წელს ბათუმში?

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება 2023 წელს ბათუმში?

access_time2022-12-16 13:20:16

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. როგორც ბათუმის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბათუმის ბიუჯეტი 284 მილიონ 950 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 30 მილიონ 900 ათასი ლარით მეტია.

პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:

▪️ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 121 მილიონ 366 ათას 500 ლარი,

▪️ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 25 მილიონ 462 ათას 300 ლარი,

▪️ განათლება - 36 მილიონ 329 ათას 200 ლარი,

▪️ კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 18 მილიონ 594 ათას 900 ლარი,

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება

▪️ განხორციელდება შემდეგი ქუჩების რეაბილიტაცია:

• გრიგოლ ფერაძის ქ.
• ივანე მესხის ქ. #14-16-18-ის მიმდებარედ
• გიორგი ლეონიძის ქ.
• ხახულის მე-2 შესახვევის #10-დან
• იმედაშვილის ქ.
• შავშეთის ქ.
• ბაგრატიონის ქ.
• შინდისის ქ.
• მამია ვარშანიძის ქ.
• ფანასკერტელ-ციციშვილის ქ.
• ხახულის ქ.
• ხახულისა და ოშკის ქუჩების დამაკავშირებელი გზა
• ბაღის ქუჩის პირველი ჩიხი
▪️ სანიაღვრე სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
• პეტრე იბერის ქ. #6-8
• ზედაღელის ქ. #20
• ნაჭყებიას ქ. #5
• ნიკო ჯაყელის ქ. #34
• მიხეილ შარაშიძის მე-4 ჩიხი
• ზედაღელის ქუჩის II შესახვევის #30-ის მიმდებარედ
• თეიმურაზ ბერიძის ქ.
• შრომის ქ.
▪️ ხიდების მშენებლობა
• შარაშიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდი
• ლორთქიფანიძის ქ. #116
• მიხეილ შარაშიძის ქ. #45
• ზედაღელის დასახლება #76
• თოდოგაურის დასახლება #26
• მახვილაურის დასახლება #31

▪️ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები 44 მისამართზე განხორციელდება.
ფერდსამაგრი და ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება - ნიჟარაძის, ბაქრაძისა და ნონეშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ბარცხანაზე, მდინარე მეჯინისწყალზე, ხახულის მე-2 შესახვევსა და მახვილაურის დასახლებაში.

▪️ საბავშვო ბაღების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია

აშენდება 6 საბავშვო ბაღი შემდეგ მისამართებზე:

• აეროპორტის გზატკეცილი #82
• ვაჟა-ფშაველას ქ. #83
• ალექსანდრე ნანეიშვილის ქ. #12
• ქათამაძის ქ. #32,
• ბაგრატიონის ქ. #127
• დაბა ჩაქვი, ჭავჭავაძის ქ. #7

• რეაბილიტაცია ჩაუტარდება 17 საბავშვო ბაღს. მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.

▪️ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია

თამარის დასახლებაში, თამარის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია.

▪️ ავარიული სახლები - ბიუჯეტი 22 მილიონ 500 ათასი ლარი

ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში აშენდება 10 საცხოვრებელი სახლი.
პროგრამის ფარგლებში, 1000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.

▪️ სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-განვითარება
• ჩაქვის დასახლება
• დავით აღმაშენებლის ქ. #32, #30, #34
• გიორგი ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთა
• კოტე აფხაზის ქ.
• მეფე მირიანის ქ. #13-15
• დ. კაკაბაძისა და გ. ანწუხელიძის ქუჩების კვეთა
• „დინამო“ ბათუმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გუდიაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი აშენდება.
▪️ რეაბილიტირდება
• სკვერი - ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ
• აკაკი წერეთლის სახელობის სკვერი
• ევროპის მოედანი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up