ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება. როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ივნისის მდგომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში: 14 ავიაკომპანია 12 მიმართულებით დაფრინავს.
,,2022 წლის მაისის ჩათვლით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 152,738 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იანვარი- მაისი) ბათუმში 12%-იანი ზრდა გვაქვს გადაყვანილი მგზავრის მიხედვით ხოლო, 5 თვის ფრენების რაოდენობის მიხედვით 5%-იანი ზრდა.
მიმდინარე წელს, დაემატება ორი მიმართულება Fly Dubai - დუბაი (პანდემიამდეც დაფრინავდა) და Jordan Aviation - ამანი (ესეც დაფრინავდა).
დღეის მდგომარეობით კი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში: 14 ავიაკომპანია 12 მიმართულებით დაფრინავს“, - განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ხორციელდება: თელ–ავივის, ალმა-ატას, ტაშკენტის, თეირანის, ერ-რიადის, სტამბოლის (2 ავიაკომპანია 2 სხვადასხვა აეროპორტში), ამანის, დუბაის, ერევნის, რიგის მიმართულებით. ასევე ფრენები ხორციელდება ნატახტრიდან.