ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე და მასწავლებელი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. მიზეზი სავარაუდოდ ე.წ წიწაკის სპრეი გახდა, რომელიც სასკოლო სივრცეში გაუშვეს.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა.