ბათუმის სანაპირო ზოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებიდან მიღებული შეტყობინებისთანავე, შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს რეაგირება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
„ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურების სახლმწიფო კონტოლის და ზედამხედველობის სამსახურებმა ღუზაზე მდგარი გემების უმეტესი ნაწილი გაიყვანეს ტერიტორიული წყლების გარეთ, დრეიფში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში, სსიპ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გამოცემული იქნა სანავიგაციო გაფრთხილება, რომელიც “NAVTEX“-სისტემის მეშვეობით მიეწოდა ყველა გემს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუდმივ კავშირზეა სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრთან.“— აცხადებენ უწყებაში.