ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გონიოს შემდეგ უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟს კვარიათის სანაპიროზე ახორციელებს. კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 30-მდე ობიექტის დემონტაჟი იგეგმება.
ამ დროისთვის უკვე განხორციელდა 6 კაფე-ბარის დემონტაჟი და 4 სავაჭრო ჯიხური ტერიტორიიდან მეპატრონის მიერ იქნა გატანილი.
ობიექტები სანაპირო ზოლზე სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ. სამართალდამრღვევები მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის დაწყებამდე არაერთხელ გააფრთხილა.