ბათუმის ნავსადგურში ნაყარი ტვირთების 77%-იანი, ფოთში კი 21%-იანი მატებაა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ბათუმის ნავსადგურში ნაყარი ტვირთების 77%-იანი, ფოთში კი 21%-იანი მატებაა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

access_time2022-11-01 10:00:26

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულ იქნა - 332,716 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით წარმოადგენს 10%-იან მატებას. გენერალური ტვირთის შემთხვევაში მთლიანად ნავსადგურებში დაფიქსირდა 5%-იანი მატება და შეადგინა 3,087,119 ტონა. რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, იანვარ-სექტემბრის პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთის რაოდენობა გაზრდილი იყო 32%-ით, ჯამში - 3,646,426 ტონა. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიაწოდა.


სააგენტოში აცხადებენ, რომ ფოთის ნავსადგურებში ნაყარი ტვირთების 21 პროცენტიანი მატებაა, რაც განპირობებულია შუა აზიის ქვეყნების სასუქების ტრანზიტით. მნიშვნელოვნად არის მომატებული ყაზახეთიდან ნახშირის და კარბამიდის შემოსვლა. გენერალური ტვირთის შემთხვევაში, წინა წელთან შედარებით ფიქსირდება 5%-იანი მატება. თუ ადრე აღნიშნული ტვირთი კონტეინერებში თავსდებოდა, დღეის მდგომარეობით გაზრდილი რაოდენობის გამო, გენერალური სახით გადაიზიდება. ზოგადად, აღნიშნულ ტვირთთან მიმართებაში კლების ტენდენციაა, რაც შავ ზღვაზე დაზღვევის მაღალი ტარიფებით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან განახლდა სოიოს მოწოდება.


„ბათუმის ნავსადგურში 2022 წლის პირველ 9 თვეში ყველა ტვირთის შემთხვევაში მატება ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვნად არის განპირობებული ტვირთების მოძრაობის მარშრუტების ცვლილებით. მომატებულია ნედლი შაქრის გადატვირთვა. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი ტვირთი, რომელიც რუსეთიდან ნოვოროსისკის გავლით მიდიოდა, ამ ეტაპზე საქართველოს ნავსადგურებში გადაიტვირთება. გენერალური ტვირთების შემთხვევაში, წლის პირველ 6 თვეში გაზრდილი იყო ყაზახური მეტალოპროდუქციის იმპორტ-ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ლამინატის იმპორტი თურქეთიდან.


კონტეინერების მიმართულებითაც მატება ფიქსირდება. საკონტეინერო სახაზო მიმოსვლას დაემატა კონსტანცას მიმართულებით ერთი ახალი გემი, მიმოსვლა სრულდება 10 დღეში ერთხელ და ემსახურება ჩინურ ტვირთის რუმინეთის მიმართულებით გადაზიდვას, რომელიც შემდგომ უკვე რკინიგზით მიეწოდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანას.



რაც შეეხება კონტეინერებს, სტაბილური მატებაა, რომელიც გამოწვეულია პანდემიის დასრულების გამო საკონტეინერო ბაზრის დარეგულირებით.


კომპანია BP-იმ, 2022 წლის მაისიდან საზღვაო გზით სუფსის ნავთობტერმინალიდან გადაზიდვა შეაჩერა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში კი ნავთობტერმინალიდან გამავალი ნავთობის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში შემცირებული იყო 26%-ით. შავ ზღვაში ბოლოდროინდელ მოვლენათა გამო, (შავი ზღვა აღიარებულ იქნა როგორც სამხედრო მოქმედებების რაიონი), სუფსის ტერმინალში მომავალი გემებისა და კომპანიებისათვის მნიშვნელოვნად გაიზარდა სადაზღვევო პრემიები. ამჟამინდელი მდგომარეობით სს საქართველოს მილსადენის კომპანია აქტიურად მუშაობს ტერმინალში გემების მისაღებად.


ყულევის საზღვაო ნავსადგურში საანგარიშო პერიოდში ტვირთი შემცირებული იყო 3%-ით ხოლო შემოსული გემები 15%-ით“,  აღნიშნავენ სააგენტოში.


2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულ იქნა - 332,716 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით წარმოადგენს 10%-იან მატებას. 

  • ბათუმი - 77,834 TEU (+6%)
  • ფოთი - 254,882 TEU (+12%)


გენერალური ტვირთის შემთხვევაში, 2022 წლის 9 თვეში მთლიანად ნავსადგურებში დაფიქსირდა 5%-იანი მატება და შეადგინა 3,087,119 ტონა. აქედან:

  • ბათუმი - 198,953 ტონა (+5%)
  • ფოთი - 2,888,166 ტონა (+5%)


რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, იანვარ-სექტემბრის პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთის რაოდენობა გაზრდილი იყო 32%-ით, ჯამში - 3,646,426 ტონა.

  • ბათუმი - 998,826 ტონა (+77%)
  • ფოთი - 2,593,428 ტონა (+21%)


საქართველოს ნავსადგურებიდან გამავალი ნავთობის რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში შემცირებული იყო 28%-ით, ჯამში 4,249,862 ტონა.


  • ბათუმი - 1,396,015 ტონა (+64%)
  • ფოთი - 357,129 ტონა (+0,1%)
  • ყულევი - 1,423,216 ტონა (-3%)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up