ბათუმის რომელ განთავსების საშუალებებშია ყველაზე ძვირი ღამისთევა?

ბათუმის რომელ განთავსების საშუალებებშია ყველაზე ძვირი ღამისთევა?

access_time2022-07-13 23:00:07

ზაფხულის ტურისტული სეზონი ძალებს იკრებს და ამ მხრივ აგვისტო ყველაზე „ცხელი“ იქნება.  commersant.ge დაინტერესდა ბათუმში პრემიუმ კლასის სეგმენტში სტანდარტული სასტუმრო ნომრის ქირაობა სტუმარს რა დაუჯდება და ზოგადად რომელი სასტუმროები ყიდიან თავიანთ სერვისებს ყველაზე ძვირად.

 

ამისათვის საორიენტაციოდ 1-2 აგვისტო და ერთ სასტუმრო ნომერზე ერთი სტუმარი ავიღეთ და Booking.com-ზე განთავსებული მონაცემები შევისწავლეთ. საიტზე 200-დოლარზე მეტი ღირებულებით 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისა და აპარტამენტების სეგმენტში სულ 33 ობიექტია განთავსებული, საიდანაც ყველაზე ძვირი ღამისთევა არის სასტუმრო Legend Hotel Batumi Convention Center & Spa-ში, სადაც 1-2 აგვისტოს სტანდარტულ ნომერში განთავსება სტუმარს 1039 დოლარი დაუჯდება. სტანდარტული ნომრის სიძვირის მიხედვით, მეორე ადგილზეა Hotel Intourist Palace Batumi, სადაც სტანდარტული ნომრის ქირაობა 782 დოლარიდან იწყება. მაღალი ფასებით მესამე ადგილზე Sea View From The Clouds-ია, სადაც ღამის ფასი სტუმრისთვის 507 დოლარიდანაა.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ განთავსების საშუალებებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასმა 2-დან 4 დოლარის ფარგლებში მოიმატა.



Booking.com-ის თანახმად 5 ვარსკვლავიანი განთავსების საშუალებებიდან სტუმრების მხრიდან ყველაზე მაღალი1 0 ქულიანი შეფასება Aparthotel Orbi City Batumi​-ს აქვს, შემდეგ 9,7 ქულიანი შეფასებით მოდის Apartments Orbi City Sea View და 9,4 ქულიანი შეფასებით Aparthotel City Center in Orbi Complex-ი.

 

Booking.com-ის თანახმად, ბათუმში ყველაზე იაფი ღამისთევა ჰოსტელებშია, სადაც 1-2 აგვისტოს სტუმარს დარჩენა 6 დოლარად შეუძლია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up