ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები რეიტინგული ფრანგული ტელეკომპანია “France 5”-ის ობიექტივში მოხვდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
„პოპულარული სათავგადასავლო გადაცემის „Echappées Belles“ გადამღებმა ჯგუფმა ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი და სოფელი თაგო გადაიღეს.
„France 5“-ის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის შემდეგ თბილისი, მცხეთა, ანანური, ვარძია და ქუთაისი მოინახულეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე მომზადებული 90 წუთიანი გადაცემა „France 5“-ის ეთერით ივნისში გადაიცემა. „Echappées Belles“-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.