ბათუმის ხელოვნური კუნძული - რა გამოცდილება აქვს დამპროექტებელ კომპანიას და გაითვალისწინებენ თუ არა აჭარის სანაპიროს თავისებურებებს

ბათუმის ხელოვნური კუნძული - რა გამოცდილება აქვს დამპროექტებელ კომპანიას და გაითვალისწინებენ თუ არა აჭარის სანაპიროს თავისებურებებს

access_time2023-03-02 14:00:00

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირა სივრცეში,  “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

 

კუნძულზე პროექტის მიხედვით წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები.

 

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელშიც ქართულ კომპანიებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული უცხოური კომპანიები.  „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის სამშენებლო-საინჟინრო მიმართულების დაგეგმვას, ასევე კუნძულის დაპროექტებას თურქული კომპანია Yüksel Proje ახდენს. როგორც „კომერსანტს“ Yüksel Proje-ს ვიცე-პრეზიდენტმა ქურშად ელმალიმ უთხრა, ამჟამად გეოტექნიკური მდგრადობის ანალიზი და მოდელირების რამდენიმე კვლევა მიმდინარეობს და შესაძლოა, პროექტის დიზაინში მცირე ცვლილებები შევიდეს.

 

Yüksel Proje-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პროექტის რთული ნაწილი სანაპირო ტალღების მიახლოების მიმართულების განსაზღვრაა და ის განსხვავებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ მონაკვეთებზე.

 

-ხელოვნური კუნძული თქვენი კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში?

 

ხელოვნური კუნძული არ არის ჩვენი პირველი პროექტი საქართველოში. 2007-2008 წლებში ჩვენ ჩართულები ვიყავით კვლევითი, დიზაინისა და საინჟინრო მომსახურების მხრივ ჯორჯ ბუშის ქუჩისა და მეუნარგიას ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტებში. ამის შემდეგ, მონაწილეობა მივიღეთ 73კმ-ის სიგრძის ყარსი-თბილისის რკინიგზის პროექტში, სადაც პასუხისმგებლები ვიყავით სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებაზე. რკინიგზის თურქეთის მონაკვეთი 2012 წელს დასრულდა, ქართულ მონაკვეთზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და მოიცავს სასიგნალო და სატელეკომუნიკაციო სამუშაოებს. ეს პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთიან ინტერესებს ემსახურება. დასრულების შემდეგ, ეს პროექტი ევროპასა და ჩინეთს შორის უწყვეტ სატვირთო გადაზიდვებს მოემსახურება.

 

თითოეულ დასრულებულ და მიმდინარე პროექტს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კომპანიისთვის. ახალი კლიენტებისთვის საინჟინრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდება მთელ მსოფლიოში დიდი პატივია ჩვენთვის.

  

-რა ეტაპზეა „ამბასადორი ბათუმის აილენდის პროექტი“? რა მნიშვნელოვანი საინჟინრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული დიზაინზე მუშაობის პერიოდში?

 

ახლახან დავასრულეთ დეტალური საპროექტო სამუშაოები და საპროექტო ანგარიშთან და ნახაზებთან ერთად წარვუდგინეთ ჩვენს კლიენტს, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“. ამჟამად მიმდინარეობს გეოტექნიკური მდგრადობის ანალიზი და მოდელირების რამდენიმე კვლევა (ტალღის აგიტაცია, ჰიდროდინამიკა, წყლის ცირკულაცია და ა.შ.). 2D ფიზიკური მოდელირების კვლევები საფარისა და ტალღების წყალგამტარობის შესახებ მალე ჩატარდება ანკარაში, თურქეთში. ამ კვლევებისა და ანალიზის ჩატარების შემდეგ, მცირე ცვლილებები შეიძლება შევიდეს პროექტის დიზაინში.

 

სანაპირო/საზღვაო სტრუქტურის დიზაინის ერთ-ერთი საინტერესო მხარე ის არის, რომ თითოეული პროექტი მოითხოვს უნიკალურ მიდგომას და შეუძლებელია სხვა სანაპირო/საზღვაო პროექტის საინჟინრო გადაწყვეტის გამეორება. უფრო მეტიც, შეიძლება შეუძლებელიც იყოს, პროექტის ფარგლებში, ერთი ტიპის გადაწყვეტის გამოყენებაც კი. დიზაინის პროცესში მივხვდით, რომ ამბასადორი ბათუმის კუნძული არის პროექტი, სადაც სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებული დიზაინის ადაპტირება უნდა მოხდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს რთულად ჟღერდეს საინჟინრო გაგებით, ჩვენმა გამოცდილმა და ნიჭიერმა ინჟინრებმა წარსულში უკვე ბევრჯერ იპოვეს წარმატებული გადაწყვეტები მრავალი სხვადასხვა სანაპირო/საზღვაო პრობლემისთვის. მათ გამოიყენეს თავიანთი გამოცდილება ამ პროექტშიც.

 

ამ პროექტის რთული ნაწილი სანაპირო ტალღების მიახლოების მიმართულების განსაზღვრაა. ტალღის ტრანსფორმაციის კვლევებიდან დაფიქსირდა, რომ პროექტის ჩრდილოეთ მონაკვეთზე ოდნავ უფრო მაღალი ტალღებია, ვიდრე სამხრეთ მონაკვეთზე. დადგინდა, რომ ეს გამოწვეულია ბათიმეტრიული განსხვავებებით პროექტის ჩრდილოეთ და სამხრეთ მონაკვეთებში და წყალქვეშა კანიონის სიახლოვით პროექტის სამხრეთ მონაკვეთში. ამ განსხვავებებმა მოგვცა საშუალება დაგვეყო დამცავი სტრუქტურები ათ განსხვავებულ რეგიონად და შეგვექმნა ამ რეგიონებისთვის სხვადასხვა საფარი და წყალგამყოფი  გადამკვეთი სექციები.

 

 -არის თუ არა პროექტი ტექნიკურად შესასრულებლად აბსოლუტურად უსაფრთხო საინჟინრო თვალსაზრისით? შესაძლებელია თუ არა შექმნილი ხელოვნური მიწის გამოყენება საცხოვრებელი და ტურისტული მიზნებისთვის?

 

Yuksel Proje A.Ş-ს აქვს უზარმაზარი გამოცდილება მსგავს პროექტებში არა მარტო თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც (ალჟირი, თურქმენეთი, ანგოლა და ა.შ.). კერძოდ, ორდუ-გირესუნის აეროპორტი და რიზე-ართვინის აეროპორტი ანალოგიურად შეიქმნა წყალში მიწის მოწყობის გზით და ამ მიწის საფარის დაცვით. ორივე პროექტი დამტკიცებული იყო გამოცდილი სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ და შესაბამისად წარმატებით აშენდა.

  

ორდუ-გირესუნის აეროპორტი 2015 წლის მაისიდან და რიზე-ართვინის აეროპორტი 2022 წლის მაისიდან შევიდა ექსპლუატაციაში. ორივე აეროპორტის ტერიტორიაზე მოწყობილი მიწის უბნების თავზე აშენდა ასაფრენი ბილიკები, გზები, ტერმინალის შენობები და ა.შ. ამ კონსტრუქციებისა და თვითმფრინავების სიმძიმიდან და მასიურობიდან გამომდინარე, ადვილად შეიძლება დავასკვნათ, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ შეიძლება აშენდეს და ამ ტერიტორიას ერთდროულად ჰქონდეს მრავალი ფუნქცია და დანიშნულება. ანალოგიური საერთაშორისო პროექტები (მაგ. პალმის კუნძული დუბაიში, მარგალიტი კატარში) იძლევა მსგავსი პროექტის მდგრადობის მტკიცებულებას.

 


-შავი ზღვა ცნობილია თავისი აგრესიული ბუნებით. ამიტომ, კუნძულის შექმნა შეიძლება დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვან გამოწვევებთან; რას გვეტყვით ამის შესახებ?

 

Yüksel Proje A.Ş.-ს განხორციელებული აქვს მრავალი სატრანსპორტო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, შავი ზღვის სანაპირო გზის პროექტი, სამსუნის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ქარხანა, ორდუ-გირესუნისა და რიზე-ართვინის აეროპორტები.



 

ტალღის მოდელირების კვლევები მიუთითებს შუა ზღვაში ტალღების მსგავსებაზე ამ აეროპორტებისა და “ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტებისთვის. განსხვავებები ძირითადად გამოწვეულია ლოკაციის სპეციფიკური პირობებით, თითოეული პროექტის უბნის სანაპირო ზონებში. მაგალითად, შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილობრივი ბათიმეტრია, სანაპირო ხაზის ორიენტაცია, წყალქვეშა კანიონი და ა.შ.

  

შუა ზღვის ტალღის სიმაღლე ორივე აეროპორტისთვის 7.80-8.50 მეტრის დიაპაზონშია, ხოლო “ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტისთვის ოდნავ მცირეა (7.07 მ). თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია ზღვის ფსკერის დახრილობა და ბათიმეტრია პროექტის ობიექტზე, ვინაიდან ეს გავლენას ახდენს ტალღის ტრანსფორმაციაზე და, შესაბამისად, ნაპირთან ახლოს ტალღებზე, საპროექტო ლოკაციის წინ.

 

“ორდუ-გირესუნისა” და “რიზე-ართვინის” აეროპორტებისთვის ზღვის ფსკერის ფერდობები ციცაბოა (დაახლოებით 0,06), ხოლო წინ წყლის სიღრმე არის -10,5 მ და -27,5 მეტრი, შესაბამისად. ეს განსხვავებები იწვევს სანაპირო ტალღის სიმაღლეს 7,25 მ და 8,90 მ თითოეული მათგანისთვის, შესაბამისად.

  

რაც შეეხება “ამბასადორი ბათუმი აილენდს”, ზღვის ფსკერის დახრილობა ნაკლებია (0.006), ათჯერ უფრო  ვიდრე აეროპორტის ორივე პროექტისთვის, ხოლო წყლის სიღრმე პროექტის უბნის წინ არ არის 8.50 მეტრზე მეტი, რაც ორივე აეროპორტის მაჩვენებელზე ნაკლებია. ეს მახასიათებლები განაპირობებს იმას, რომ სანაპირო ტალღის სიმაღლე 5.30 მეტრზე ნაკლებია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ორივე აეროპორტის პროექტთან შედარებით. რომ შევაჯამოთ, “ამბასადორი ბათუმი აილენდის” სანაპიროს ტალღები უფრო მცირეა, ვიდრე აღნიშნული აეროპორტების ნაპირზე, შესაბამისად, ბათუმში გონივრულად უფრო მცირე ჯავშნის ფენა იქნება საჭირო.

  

- მოახდინა თუ არა მნიშვნელოვანი გავლენა თურქეთის შავ ზღვაში განხორციელებულმა აეროპორტის პროექტებმა გარემოზე?

 

-აეროპორტის პროექტებში დიდი რაოდენობით მიწის მოწყობის სამუშაოები ტარდება და დიდძალი შემავსებელი მასალა და ქანები იყრება წყალში. ორივე პროექტზე ჩატარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევები თურქეთის რეგულაციებისა და კანონების შესაბამისად. თურქეთში, სამშენებლო პროცესების ზემოქმედება ახლომდებარე ტერიტორიებზე საფუძვლიანად იქნა შესწავლილი, გაანალიზებული და შესაბამისად შერბილებული. დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი მიდგომა იქნება ადაპტირებული ამ მნიშვნელოვან პროექტშიც.

  

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ პროექტებს, როგორც წესი, აქვს უფრო მოკლევადიანი ზემოქმედება, ვიდრე გრძელვადიანი, ვინაიდან ახლომდებარე ფლორა და ფაუნა, როგორც წესი, მიგრირებს გარკვეული პერიოდის შემდეგ და ადაპტირდება ახალ გარემოსთან. რაც შეეხება პროექტის შესაძლო ზემოქმედებას ტერიტორიის ჰიდროდინამიკასა და ნატანის დინამიკაზე, ამჟამად ვაწარმოებთ სამოდელო კვლევებს იმის გასაგებად, აქვთ თუ არა მათ ზემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გამოცდილება მიუთითებს, რომ ზემოქმედება დაბალი იქნება, ჰიდროდინამიკური და დანალექების კვლევების შედეგები აუცილებლად აისახება როგორც გზშ-ის კვლევებში, ასევე - დიზაინში.

  

-რა განასხვავებს ბათუმის ხელოვნურ კუნძულს მსოფლიოს სხვა ხელოვნური კუნძულებისგან? რა უპირატესობას მოუტანს  მსგავსი პროექტის განვითარება ქალაქ ბათუმს?

 

მსგავსი პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განხორციელებულა. მაგალითად:

 - კუნძული Jurong-ი, სინგაპური

 - Dalian Jinzhouwan-ის საერთაშორისო აეროპორტი, ჩინეთი

 - Qingdao Oriental Movie Metropolis-ი, ჩინეთი

 - ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი, ჰონგ კონგი

 - ჩრდილოეთის ქალაქი, ბაჰრეინი

 - პებერჰოლმი, დანია

 - მეთევზეთა კუნძული, ავსტრალია

 - ველანას საერთაშორისო აეროპორტი, მალდივები

 - მარგალიტი, კატარი

 - მეფე აბდულ აზიზის საზღვაო პორტი, საუდის არაბეთი

 - Songdo-ს საერთაშორისო ბიზნეს რაიონი, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა

 - Palm Jumeirah და Palm Jebel Ali, არაბეთის გაერთიანებული საემიროები

 

ხელოვნური კუნძულებისთვის მიწის მოწყობის პროექტების სია საკმაოდ გრძელია და ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. როგორც სიიდან ჩანს, მსგავსი პროექტების ფარგლებში მოწყობილ მიწებს შეიძლება სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდეს და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდეს. ყველა მსგავს და სანაპირო/საზღვაო პროექტს აქვს განსხვავებები, რაც გამოწვეულია მისი უნიკალური უბნის სპეციფიკური პირობებით და მახასიათებლებით. რაც შეეხება “ამბასადორი ბათუმი აილენდს”, საპროექტო ტერიტორია საბოლოოდ მოემსახურება თითქმის ყველა ზემოთ მოცემულ დანიშნულებას (გარდა მრეწველობისა), ბათუმს დაემატება პატარა ქალაქი. საპროექტო ადგილი იქნება ბათუმის ერთ-ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სხვადასხვა სექტორის, ძირითადად ტურიზმისა და საბინაო სექტორის განვითარებაში და ამ სექტორებიდან მიღებული შემოსავლის ზრდაში.

  

-მოდით, შევეხოთ მიმდინარე გლობალურ გამოწვევას, კერძოდ კი გლობალურ დათბობას. ბათუმის ხელოვნური კუნძულის დაპროექტებისას გათვალისწინებული იყო თუ არა ზღვის დონის პოტენციური აწევა და რა საინჟინრო გადაწყვეტები არის გათვალისწინებული მომავალში ამის პრევენციისთვის?

 

გლობალური დათბობის გამო ზღვის დონის მატება პროექტირებისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია სანაპირო და საზღვაო პროექტებში. Yüksel Proje-ს ეს საკითხი და მისი გავლენა სამუშაო პროცესში გათვალისწინებული აქვს. ამ მხრივ, კარგი იქნება ჩვენი გამოცდილების აღნიშვნა ჩვენი ბოლო 10-წლეულის პროექტებიდან, რომელიც შავის ზღვის თურქეთის აუზში განვახორციელეთ. სხვადასხვა მონაცემების მოძიებით და მანომეტრული გაზომვების გამოყენებით, ჩვენ დიდძალი ინფორმაცია მოვიძიეთ ზღვის დონის მატების ტრენდების შესახებ შავ ზღვაში, კერძოდ კი თურქეთის აუზსა და მიმდებარე ადგილებში. ზღვის დონის ცვლილებების ბოლო 100-წლიანი ისტორიის შესახებ ამ კვლევამ მნიშვნელოვანი საპროექტო კრიტერიუმები მიგვაღებინა, ზღვის დონის მატების ტრენდების გათვალისწინებით,  ჩვენი, ორდუ გირესუნისა და რიზე-ართვინის აეროპორტების პროექტებზე მუშაობისას.

“ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტის შემთხვევაშიც სპეციალური მანომეტრიული გაზომვები ვაწარმოვეთ ზღვის ქართულ სანაპიროზეც. ეს გაზომვები გვაჩვენებს, რომ ბოლო 50 წლის მანძილზე ზღვის დონე 3,5 მმ/წელიწადში გაიზარდა ბათუმში და 8,7 მმ/წელიწადში ფოთის შემთხვევაში. ამ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ბათუმისა და საქართველოსთვის, არამედ ზოგადად შავი ზღვისთვის, პროექტირებისას ჩვენ გავითვალისწინეთ ზღვის დონის მატების ერთგვარად კონსერვატიული ტრენდი - 10 მმ/წელიწადში. ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 1 მეტრის ზრდას მომავალი 100 წლის მანძილზე. მაშასადამე, ყველა გაზომვა დამყარებულია ზღვის დონის ამ 1 მეტრიან მატებაზე. დამატებით აღვნიშნავ, რომ ტალღმჭრელები, საფარები და ნავმისადგომებიც ამ ნიშნულის მიხედვით არის დაპროექტებული.


Yüksel Proje თითქმის ხუთი ათეული წლის წინ დაარსდა. მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც სატრანსპორტო პროექტებზე (მაგისტრალები, ხიდები, ვიადუკები, გვირაბები, რკინიგზა, მეტრო, ტრამვაი, საზღვაო სტრუქტურები, აეროპორტები)  მუშაობის კუთხით, ისე წყალზე აშენებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ენერგეტიკის პროექტებში და ასევე, სხვადასხვა პროფილური ინსტიტუციის (საავადმყოფოები, საგანმანათლებლო შენობები, სპორტული ობიექტები) მშენებლობების მხრივ 30-ზე მეტ ქვეყანაში.

Yüksel Proje 1000-ზე მეტ ექსპერტსა და ადმინისტრაციულ თანამშრომელს აერთიანებს.

 

კომპანიის მიერ განხორციელებული გამორჩეული პროექტებია:

 

ინდოეთი, რკინიგზა ბილასპურ-მანალი-ლე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიმაღლის სარკინიგზო პროექტია და ჩარდჰამის რკინიგზა, რომელიც უზრუნველყოფს 4 წმინდა ტაძრის წვდომას ჰიმალაის მთებისკენ.

ატლანტიკური ორაგულის წარმოებისა და გადამუშავების ობიექტი, რომელიც იაპონიაში აშენდება. ეს იქნება მსოფლიოში ორაგულის წარმოებისა და გადამუშავების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტი.

 

პროექტი Rail Baltica, რომლის საკონსულტაციო მომსახურებასაც  Yüksel Proje  დიზაინის მიმართულებით უზრუნველვყოფთ. პროექტი მიზნად ისახავს ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროპულ სარკინიგზო ქსელში ინტეგრირებას.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up