„ბათუმს დაემატება პატარა ქალაქი“ -  კიდევ სად განხორციელდა ხელოვნური კუნძულის მსგავსი პროექტები მსოფლიოში

„ბათუმს დაემატება პატარა ქალაქი“ - კიდევ სად განხორციელდა ხელოვნური კუნძულის მსგავსი პროექტები მსოფლიოში

access_time2023-03-03 19:00:17

რა განასხვავებს ბათუმის ხელოვნურ კუნძულს მსოფლიოს სხვა ხელოვნური კუნძულებისგან და რა უპირატესობას მოუტანს  მსგავსი პროექტის განვითარება ქალაქ ბათუმს, ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანია Yüksel Proje-ს ვიცე-პრეზიდენტმა ქურშად ელმალიმ ისაუბრა. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს  „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის სამშენებლო-საინჟინრო მიმართულების დაგეგმვას, ასევე კუნძულის დაპროექტებას.

 

ქურშად ელმალის თქმით, მსგავსი პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განხორციელებულა. მაგალითად:

 

 - კუნძული Jurong-ი, სინგაპური

 - Dalian Jinzhouwan-ის საერთაშორისო აეროპორტი, ჩინეთი

 - Qingdao Oriental Movie Metropolis-ი, ჩინეთი

 - ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი, ჰონგ კონგი


 - ჩრდილოეთის ქალაქი, ბაჰრეინი

 - პებერჰოლმი, დანია

 - მეთევზეთა კუნძული, ავსტრალია

 - ველანას საერთაშორისო აეროპორტი, მალდივები

 - მარგალიტი, კატარი

 - მეფე აბდულ აზიზის საზღვაო პორტი, საუდის არაბეთი

 - Songdo-ს საერთაშორისო ბიზნეს რაიონი, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა

 - Palm Jumeirah და Palm Jebel Ali, არაბეთის გაერთიანებული საემიროები

 

 

„ხელოვნური კუნძულებისთვის მიწის მოწყობის პროექტების სია საკმაოდ გრძელია და ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. როგორც სიიდან ჩანს, მსგავსი პროექტების ფარგლებში მოწყობილ მიწებს შეიძლება სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდეს და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდეს. ყველა მსგავს და სანაპირო/საზღვაო პროექტს აქვს განსხვავებები, რაც გამოწვეულია მისი უნიკალური უბნის სპეციფიკური პირობებით და მახასიათებლებით. რაც შეეხება “ამბასადორი ბათუმი აილენდს”, საპროექტო ტერიტორია საბოლოოდ მოემსახურება თითქმის ყველა ზემოთ მოცემულ დანიშნულებას (გარდა მრეწველობისა), ბათუმს დაემატება პატარა ქალაქი. საპროექტო ადგილი იქნება ბათუმის ერთ-ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სხვადასხვა სექტორის, ძირითადად ტურიზმისა და საბინაო სექტორის განვითარებაში და ამ სექტორებიდან მიღებული შემოსავლის ზრდაში.“- განაცხადა ქურშად ელმალიმ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up