საბავშვო ბაღების სანიტარულ-ჰიგიენური შესწავლა დაიწყო. ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაზე ამ დროისთვის 6 საჯარო ბაღია შემოწმებული. ნორმების დაღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.