ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ხუთი დაშავებულიდან სამი ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, ხოლო ორმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.