ბათუმში, ჯავახიშვილის 47 ნომერში მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა. მერიამ 55 ოჯახი ქირით გაიყვანა. ავარიულია თუ არა კორპუსი - პასუხი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
ადგილობრივებმა პირველ სართულზე ერთერთ ბინაში ბზარები რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს და შესაბამის სამსახურებს მიმართეს. მათი თქმით, დაზიანებულია მზიდი ბოძები. კორპუსი ძველია, ერთი სართულია დაშენებული და არის მიშენებებიც.
ბათუმში ავარიული სახლის სტატუსი 144 კორპუსს აქვს. წელს დაიწყება პროექტი „ბათუმი ავარიული სახლების“ გარეშე. პროექტი ოთხწლიანია და ჯანში 80 მილიონი დაიხარჯება. ამ დროისთვის ბათუმში 10 ლოკაციდან 200- მდე ოჯახია გაყვანილი.
imedinews.ge