2022 წლის ბოლო 9 თვის მონაცემებით ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 37%-ით, 12,094 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 34%-ით 503 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Recov ავრცელებს.
ირკვევა, რომ ბათუმში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა, ძველ ბინების შემთხვევაში კი 44%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2022 წლის გასული 9 თვის მდგომარეობით, ბათუმში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომ სეგმენტში კი 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციებსი რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.
ბათუმში 2022 წლის გასული 9 თვის მდგომარეობით ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 797 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 6%-იანი ზრდა დაფიქსრიდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 666 აშშ დოლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ Recov.ge-ზე განთავსებული მონაცემები შემუშავებულია Colliers Georgia-ს ექსპერტების მიერ.