ბათუმში ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდა

ბათუმში ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდა

access_time2022-10-10 11:30:20

ბათუმში 35 დატვირთული გზაჯვარედინია, სადაც მანქანებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაზრდილი რაოდენობის გამო, ხშირად საცობი იქმნება. აქედან რვა გზაჯვარედინზე ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდა, რაც მოძრაობის უკეთ დარეგულირებას და საცობის შემცირებას შეუწყობს ხელს.


მოძრაობის კონტროლის თანამედროვე სისტემა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რის შედეგად მას სხვადასხვა მოწყობილობიდან, მათ შორის ვიდეო-კამერებიდან და GPS-დან მიღებული მონაცემების სწრაფი გადამუშავება შეუძლია. ასეთი ტიპის შუქნიშანი მოძრაობის სიმჭიდროვესა და სისწრაფეს აღრიცხავს, ამ მონაცემებს ერგება და რეგულირებას ისე აკეთებს, რომ მოძრაობა არ შეფერხდეს.


ჭკვიანი შუქნიშნები აღჭურვილია ეკო-ნათურებითა და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით, რაც ფუნქციების დამატების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, მომავალში, ჭკვიანი შუქნიშანი შეძლებს პრიორიტეტული ტრანსპორტის იდენტიფიცირებას (გადაუდებელი დახმარების მანქანები და სხვა) და მისთვის თავისუფალი და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობის მინიჭებას.


ბათუმში ამ ინოვაციური პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა პოლონეთის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა/UNDP და ბათუმის მერიის თანამშრომლობის შედეგად.


პროექტის ტექნიკურ შესრულებაში ჩართულები იყვნენ პოლონური კომპანია Spinnea და ქალაქის მუნიციპალური სამსახური „ბათუმის ავტოტრანსპორტი“.


68,000 აშშ დოლარის  ღირებულების პროექტი შესრულდა UNDP-პოლონეთის თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება.



„ბათუმი სწრაფად მზარდი ტურისტული ჰაბი, საზღვაო პორტი და ტრანზიტული სატრანსპორტო კორიდორია. ეს მრავალმხრივი ურბანული ფუნქციები სატრანსპორტო ნაკადის მუდმივ ზრდას იწვევს. ტრანსპორტის რეგულირების თანამედროვე სისტემის დანერგვა ბათუმისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. სმარტ შუქნიშნების გამოყენებით, ქალაქი შეძლებს ყველაზე დატვირთული გზაჯვარედინების განტვირთვას და როგორც საზოგადოებრივი, ისე კერძო ტრანსპორტის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.


„პოლონეთი პარტნიორობასა და დახმარებას უწევს საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებულ ბევრ სფეროში, მათ შორის ურბანული ინოვაციების დანერგვაში. მოხარული ვარ, პოლონეთის გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ბათუმი შეძლებს ტრანსპორტის უკეთ რეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას“, განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა.


„სმარტ ქალაქები შორეული მომავალი როდია. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია მდგრადი ურბანული განვითარების გზაზე. UNDP-პოლონეთის თანამშრომლობის მეშვეობით, პოლონეთი თავის გამოცდილებას უზიარებს საქართველოს და ხელს უწყობს ჭკვიანი, მწვანე და მდგრადი მიდგომების დანერგვას ქვეყნის ყველაზე დიდ საზღვაო პორტში“, - აღნიშნა მაგდალენა კუდლიჩკამ, UNDP-სა და პოლონეთის რეგიონული პროექტის „Polish Challenge Fund“-ის მენეჯერმა UNDP-ის რეგიონულ ჰაბში.


„მწვანე ქალაქი ბათუმის ხედვა და მისწრაფებაა. UNDP სიამაყით უჭერს მხარს ამ მიზნის მიღწევას. ჩვენი დახმარება ისეთ ურბანულ გადაწყვეტებზე ვრცელდება, როგორიცაა მობილობის გაუმჯობესება, მდგრადი ტრანსპორტის განვითარება და ნარჩენების მდგრადი მართვა“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.


ბათუმი საქართველოს წამყვანი ურბანული ცენტრია, რომელმაც მდგრადი ურბანული განვითარების გზა აირჩია და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.


2015 წელს, UNDP-სა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის/GEF დახმარებით, ბათუმში ურბანული მობილობის კვლევა ჩატარდა, რომელმაც 78 სატრანსპორტო ზონა მოიცვა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, შემუშავდა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა, რომელიც პარკირების ახალი სისტემის შემოღებას, საზოგადოებრივი ტრასპორტის ოპტიმიზაციასა და ველოსიპედებით გადაადგილებისთვის განკუთვნილი სივრცეების გაფართოებას გულისხმობს.


სწორედ ამ რეფორმისა და UNDP-ის მხარდაჭერით შემუშავებული რეკომენდაციების  საფუძველზე, 2018-2020 წლებში ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა/EBRD ბათუმს 40 დაბალემისიიანი და 8 ნულოვანემისიიანი ავტობუსი გადასცა. ამის შედეგად, სამარშრუტო მინივენების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა, ხოლო ავტობუსის 19 მუნიციპალური მარშრუტიდან 13-მა სპეციალურ ზოლებზე, „ბასლეინებზე“ გადაინაცვლა.


2021-2022 წლებში, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ შეისწავლა, თუ რამდენად მზადაა ბათუმის მოსახლეობა პლასტიკური ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და გადამუშავებისთვის. კვლევის შედეგების საფუძველზე, ბათუმის რამდენიმე უბანში გაიხსნა დამატებითი პუნქტები ნარჩენების დახარისხებისთვის, მუნიციპალური დასუფთავების სამსახურები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, ხოლო პლასტიკური ნარჩენების შეგროვება 16-ჯერ გაიზარდა და კვირაში 50 კილოგრამიდან 800 კილოგრამს მიაღწია. ამავე დახმარების ფარგლებში, ბათუმის მერია ნარჩენების მდგრადი მართვის გეგმას შეიმუშავებს, რაც კიდევ უფრო დააახლოებს ქალაქს მწვანე და მდგრადი ურბანული სივრცის სტანდარტებთან.         


თეგები:
ბათუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up