ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

access_time2022-07-02 12:45:39

საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომლის ძირითადი ორგანიზატორი ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა.


მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.


საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეკონომიკის მინისტრმა დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტნები: ზურაბ ჩხაიძე, ნუგზარ დოლიძე და ვაჟა გოგუაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ჯილდო გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს აკაკი ესანჯიას და უფროს მექანიკოსებს: დავით თეთრაშვილს და ნიკოლოზ ცირეკიძეს; ქალაქ ბათუმის მერმა უფროსი მექანიკოსები - ომარ ლომიძე და ალი სარიშვილი, ხოლო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა უფროსი მექანიკოსები - ლაშა თავაძე და სტეფანე ვართანიანი დააჯილდოვეს.



საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, საქართველოს ბანკმა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ 2022-2023 სასწავლო წლის ღირებულება დაუფინანსეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 9 სტუდენტს, საკრუინგო კომპანიამ Queensway Navigation Co. „უფროსი მექნიკოსი ჯიმშერ დევაძის სახელობის სტიპენდია“ დაუწესა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემის მექანიკის ფაკულტეტის სტუდენტს პაატა გორგილაძეს.


ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერის ლალი ხვედელიძის ინიციატივით, სტიპენდიები დაენიშნა ამავე უნივერსიტეტის 5 წარჩინებულ სტუდენტს.


ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ, გემების საყვირების ფონზე შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.


ტრადიციულად, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი პირველი აქტივობა - საზეიმო მსვლელობა მოეწყო სასულე ორკესტრის თანხლებით ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურისკენ, რომელშიც მონაწილეობდნენ საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები.


ღონისძიება გაგრძელდა ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, სადაც სადაც მოეწყო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენელთა სივრცე, საბავშვო გასართობი კუთხეები, ანიმატორებით და მიმებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით - ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და „ტექნოპარკი ბათუმის“ შემეცნებით-ტექნოლოგიური პავილიონი. მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბენდმა, საღამოს კი ახალი პროგრამით დაასრულებს ქართული ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up