ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 11 ოქტომბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.