ბათუმში 2023 წლის I კვარტალში, მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 188%-ით გაიზარდა.
recov-ის მონაცემებით, მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობის 34% და 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ბათუმში 2023 წლის I კვარტალში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 41%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის I კვარტალში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის I კვარტალთან შედარებით 40%-ით, 4,273 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 55%-ით გაიზარდა და 186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, — აღნიშნავენ recov-ში.