2022 წლის ნოემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 67%-ით, 1,632 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 84%-ით გაიზარდა და 74 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმში 2022 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 71%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბათუმში 2022 წლის ნოემბერში მოთხოვნა ახალაშენებულ მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მნიშვნელოვნად, 80%-ით და 171%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი მოთხოვნის 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ტრანზაქციების რაოდენობამ 761 ერთეული შეადგინა.
ბათუმში 2022 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 21%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 888 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 4%-ით, 739 აშშ დოლარამდე გაიზარდა.