ბათუმის ბულვარში ქარმა ბატუტი გაიტაცა, რის შედეგადაც 2 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 12 მარტის საღამოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.